ცნობილია, ვინ დაჭრა კოსტა სანიკიძე

კრიმინალი 1700464404    434

კოსტა

დღეს გახდება ცნობილი რა გახდა მსახიობ კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის მოტივი. 24 წლის დაკავებული გიორგი გველესიანი ბრალის წარდგენას იზოლატორში ელოდება. "პირველების" ინფორმაციით, გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა.  პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.

სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.

არავინ არ ვიცით  ვინ არის ეს პიროვნება, რას წარმოადგენს. არც სახელი და გვარი გვეცნობა, არც ვიზუალურად გვეცნობა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოსტა ამ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს. არც ვიცით ვინ არის და რას წარმოადგენს და შესაბამისად, მოტივიც ვერ გვეცოდინება. დედა შეესწრო, იმიტომ, რომ დილის 7 ის ნახევარზე იყო სახლში შესული და რა თქმა უნდა, დედაც სახლში იყო. მტერი არავინ ჰყავდა, - ამბობს სანიკიძის მეგობარი. 
ექიმების ცნობით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. დიდი ალბათობით სწორედ პალატაში გადაყვანის შემდეგ გამოჰკითხავენ დაზარალებულს გამომძიებლები.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის მამაკაცი დააკავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტურისტი
ნახეთ ვიდეო - შალახოზე აცეკვებული ირანელი ტურისტი

გესტ ჰაუსი „ლელიანი“, რომელიც სოფელ მუხრანში მდებარეობს, ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ კმაყოფილი ირანელი ტურისტი შალახოს ცეკვავს 

სოცმედია 1701356482

პოსტრდია
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია „პოსტრედმა“ ახალი  ბრენდინგითა  და  მკაფიოდ გამოხატული  იდენტობით  ვიდეო თამაშების ბაზარზეც წარმატება მოიპოვა

2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353984

სტარტაფ
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701353691

ლავროვი
"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.   აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...

მსოფლიო 1701351019

ევრო დოლარი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1701350921

ხაბეიშვილი
„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...

პოლიტიკა 1701350729