ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კრიმინალი • 1757736335
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი: 1996 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს., 1970 წელს დაბადებული თ.მ., 1993 წელს დაბადებული შ.გ., 1948 წელს დაბადებული რ.ა., 1993 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1968 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ა.-მ, შ.ს.-ს დახმარებით, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით 2005 წელს დაბადებულ გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაადგინეს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც პოლიციამ ე.ა. და შ.ს. ბრალდებულების სახით დააკავა.
ასევე, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ინფორმაციას ფლობდნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, იძულებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 150-ე და 376-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...
სპორტი • 1786479000
12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...
ეს საინტერესოა • 1786478460
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...
საზოგადოება • 1786476812
„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786456397
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...
საზოგადოება • 1786454728
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786451759








