ვიდეო: კაცმა, რომელმაც ციხე "ოცნების" ამნისტიით დატოვა, ცოლი არასრუწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა
კრიმინალი • 1732294264

39 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ქვით არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაქოლა. ციხიდან არჩვევნების წინ "ქართული ოცნების" ამნისტიის გამოსული კაცი ყოფილ მეუღლეს სახლში მიუვარდა, ჩხუბი დაუწყო, წააქცია და ქვით სცემა. ადგილობრივების თქმით, კაცი სასტიკი ანგარისწორების დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილ მეუღლეს ქვას გამეტებით უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც ურტყავდა. დასახიჩრებული ქალის გადარჩენას ექიმები 8 დღე ცდილობდნენ. სახის ძვლების, ცხვირის და თავის ქალის მოტეხილობით ციკო სულიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში გარადაიცვალა.
საგარეჯოში "პირველებს" უყვებიან, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა კაცმა ციხე არჩევნებამდე 1 კვირით ადრე დატოვა. მიშა სუხიშვილს "ოცნების" მიერ მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო. ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული კაცი ცოლზე ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს. 3 წლიანი მსჯავრით ციხე ვადაზე ადრე, 20 ოქტომბერს დატოვა.
ადგილობრივები მომხდარი სასტიკი დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ციკო სულიკაშვილს ყოფილმა მეუღლემ ციხეში გაშვება არ აპატია. ცოლზე მოძალადემ უმძიმეს დანაშაულამდე დაზარალებულზე ძალადობა ერთხელ სცადა, თუმცა ქალმა უჩივლა და შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593