ვიდეო: "ხარებას" სპეცრაზმელები 27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში - რა ჩანს სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში
კრიმინალი • 1745730971

"ხარებას" სპეცრაზმელებს მკვლელობის თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ - საუბარია მიმდინარე წლის 22 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
"შაბათის ეთერმა" სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა - 9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს, ის სამი სპეცრაზმელიც ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.
სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდას დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში ადანაშაულებს, თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ.
დანაშაულის ადგილიდან სასწრაფოს და პოლიციის მისვლამდე დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, მაგრამ 27 წლის მიშოს გული საავადმყოფოში მისვლამდე გაუჩერდა. მისი მკვლელობის და კიდევ სამი ადამიანის დაჭრის ბრალდებით, პოლიციამ მეორე დღეს გორში სპეცრაზმელის, თორნიკე გოგიძის ძმა, დავით გოგიძე დააკავა. 22 წლის გოგიძე ამ დრომდე ამ საქმის ერთადერთი ბრალდებულია.
რა ჩანს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ კადრებში? (პირველი ეპიზოდი)
22 დეკემბერს, 22 საათსა და 40 წუთზე მიშო ქავთარაძე მისივე საცხოვრებელ კორპუსთან, მეგობართან ერთად ავტომობილში იჯდა. ამ დროს ავტომობილთან ახლოს სამმა ახალგაზრდამ ჩაიარა, მანქანიდან გადმოდის მიშოც. (მოკლულის დედა გვიყვება, რომ პირველი სიტყვიერი კონფლიქტიც მკვლელობაში ბრალდებულს და მის შვილს შორის ამ დროს იწყება).
სიტყვიერი დაპირისპირება ავტომობილთან რამდენიმე წუთი გრძელდება და ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილიდან რამდენიმე მეტრში კორპუსის ეზოში შედიან. ჩხუბის ხმა ამ დროს გაიგო მიშა ქავთარაძის მამამაც; ის ეზოში ჩავიდა და გაგიხარდების დამშვიდებას ცდილობს. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ახალგაზრდები იშლებიან და მიშო ქავთარაძე კორპუსის ეზოს მამასთან ერთად ტოვებს.
მკვლელობის ეპიზოდი
სიტყვიერი დაპირებიდან 10 წუთში, 23:00 საათზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მამა-შვილი გელა და მიშო ქავთარაძეები უკვე სახლში ასვლას აპირებენ, კორპუსთან, მოულოდნელად ახალგაზრდების დაჯგუფება ჩნდება. ვიდეო მაღალი გარჩევადობის არ არის, მაგრამ ჩანს, რომ უკვე დანით შეიარაღებული დავით გოგიძე უკან სპეცრაზმელ ძმასთან, თორნიკე გოგიძესთან და მის ძალოვან მეგობრებთან ერთად
ბრუნდება. დანას ჯერ გელა ქავთარაძეს ურტყამენ, შემდეგ კი თავს მამის დასახმარებლად მიბრუნებულ მიშოს ესხმიან. ვიდეო ჩანაწერში ისმის ხმებიც - ირკვევა, რომ ჯგუფური ჩხუბის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი.
სპეცრაზმელების მოანელებინათ ჯგუფური ჩხუბი წუთ ნახევარი გრძელდება. ვიდეო მასალაში, ჩანს და ისმის ხმებიც, რომ სამი ადამიანის დაჭრის და ერთის მკვლელობის შემდეგ ერთ-ერთი პირი, გოგაძეს და სპეცრაზმელებს ტერიტორიის დატოვებისკენ, თვითმხილველებს კი დაჭრილების კლინიკაში გადაყვანას ურჩევს.
გამქრალი დანა და სპეცრაზმელების ჩვენებები...
ვიდიეო-მასალა თვეებია, აქვს საქართველოს პროკურატურას.სპეცრაზმელმა თორნიკე გოგიძემ მის თვალწინ მომხდარი დაჭრის ფაქტი კატეგორიულად უარყო. შემთხვევის ადგილზე ყოფნა სათვალთვალო კამერების გამო ვერ უარყვეს ოთო მარანელმა და გიორგი ხარაძემ, მაგრამ ისინიც ჩვენებში ირწმუნებიან, რომ არც მკვლელობა და არც დაჭრა არ დაუნახავთ.
მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელები საქმის ფალსიფიცირებაში და მტკიცებულებების განადგურებაში მონაწილეობდნენ. საქმიდან გამქრალია და გამოძიება ამ დრომდე ვერ პოულობს დანას, რომლითაც დავით გოგიძემ სამი ადამიანი დაჭრა ერთი კი მოკლა. თავად ბრალდებული ჩვენებაში ამბობს. რომ დანა მაშინ გადააგდო, როდესაც დანაშაულის ადგილიდან უკან, სახლში ბრუნდებოდა.
სპეცრაზმელები გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავად ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილი ბრალდებულებთან ერთად დატოვეს და დავით გოგიძესთან ერთად მის საცხოვრებელ სახლში ავიდნენ, საქართველოს პროკურატურისთვის არც სპეცრაზმელების მონაწილეობით სავარაუდო მტკიცებულებების განადგურების ფაქტი საინტერესო არ აღმოჩნდა.
გომელაურის უწყება და პროკურატურა არ დაინტერესდნენ არც იმ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით - როგორ აღმოჩნდნენ სპეცრაზმელები თავდასხმის ადგილას, სადაც სიტყვიერი დაპირებიდან 15 წუთში დავით გოგიძე უკან უკვე დანით შეიარაღებული ძალოავანებთან ერთად ბრუნდება.
ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ დასახმარებლად სპეცრაზმელ ძმას დაურეკა, ძმა ამბობს, რომ მისთვის არ დაურეკავს. სპეცრაზმელი ოთო მარანელი აცხადებს, რომ საქმის გასარჩევად დახმარება მას ბრლდებულმა სთხოვა.
მოკლული მიშო ქავთარაძის დედა კი დარწმუნებულია, რომ მის შვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დანაშაულის იარაღი მკვლელობაში ბრალდებულს სპეცრაზმელებმა მიუტანეს. რადგან ამ დრომდე გამოძიებას არ დაუდგენია, ვის ეკუთვნოდა ცივი იარაღი, რომლითაც მიშო მოკლეს, სამი ადამიანი კი დაჭრეს.
ხარებას სპეცრაზმელებთან, გამოძიებას კითხვები არც გასჩენია არც 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის მიმალვის ეპიზოდზე. არადა, დადარებული ფაქტია, რომ მკვლელობის შემდეგ დავით გოგიძე სპეცრაზმელებთან ერთად რამდენიმე საათი იმყოფებდა. საბოლოდ კი ის პოლიციამ მეორე დრეს გორში დააკავა.

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747825005

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გი...
პოლიტიკა • 1747824514

ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლო...
პოლიტიკა • 1747824233

"საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“ - როგორ იქცა ე.წ. რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად - ანგარიშს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" აქვეყნებს და პოლიტიკური ნიშნით, განსხვ...
პოლიტიკა • 1747823981

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმ...
პოლიტიკა • 1747823405

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ...
სამართალი • 1747823084