ვიდეო - პირველი ინტერვიუ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც 67-წლიანი პატიმრობა ელოდება

ქართველი 67 წლიანი პატიმრობა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი -  პირველი ინტერვიუ  36 წლის ქართველ პატიმართან,  რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ წავიდა და სტადიონის ნაცვლად გერმანიის ციხეში აღმოჩნდა.

არტურ ბულედიანს  67 წლით პატიმრობა ემუქრება. საქართველოში ცნობილი იუტუბერი „შაბათის ეთერს" გერმანიის  რატინგენის საპატიმროდან დაუკავშირდა, სადაც სამ თვეზე მეტია, ყველაზე საშიში პატიმრების სიაშია და სრულ იზოლაციაში იმყოფება.

ინტერნეტ სივრცეში კი „ნეტენდერულის“ სახელით ცნობილი "იუტუბერი" გერმანიის  ციხეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნით აღმოჩნდა - ედავებიან 7 მილიონი დოლარის  მითვისებას და მსოფლიოში ყველაზე დიდი რუსი ჰაკერების დაჯგუფების „ვერი ფაილდის" ლიდერობას.

FBI-ის მტკიცებით, ინტერნეტ კრიმინალების ბანდამ შტატების საბანკო სისტემებში შესაღწევად პროგრამებში შექმნა, ასობით ამერიკელის პირად ანგარიშების მონაცემები უკანონოდ მოიპოვა და შავ ბაზარზე გაყიდა. 
"შაბათის ეთერის" რესპოდენტი ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ 22 ქვეყანაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი იყო და 67-წლიანი სასჯელი ელოდებოდა.

„შაბათის ეთერთან“ ცნობილი "იუტუბერი" ირწმუნება, რომ დანაშაული რომლის გამოც პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე ციხეში ყოფნა ელოდება, არასდროს ჩაუდენია და მხოლოდ დიუსელდორფის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტების გაცნობის  დროს აღმოაჩინა, რომ მას ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იმ ჰაკერული ქსელის ლიდერობას ედავება, რომლის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

გერმანიის ციხის ქართველი პატიმარი რომლის ექსტრადირებასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ითხოვს, ამტკიცებს, რომ გაუგებრობის მსხვერპლია, რადგან „FBI -ის ფაილებში მითითებულ წლებში,  როდესაც ის თითქოს დანაშაულს ჩადიოდა, საქართველოში  სასჯელს იხდიდა, საუბარია 2014 წლიდან 2016 წლამდე როდესაც ბულედიანი გლდანის ციხეში იმყოფებდა და სადაც - ინტერნეტთან წვდომა ვერ ექნებოდა.

კაცი ამტკიცებს, რომ 2008 წელს  ჰაკერებმა მისი  მეილი გატეხეს სადაც მისი პასპორტის ელექტრონული ასლი ინახებოდა. პატიმარი ვარაუდობს, რომ სწორედ მისი მოპარული პასპორტი გამოიყენეს „ვერდიფაილდის“ წევრებმა მძიმე დანაშაულისთვის.

 

არტურ ბულედიანის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს - დაკავებულის ოჯახის წევრების მტკიცებით, განსაცდელში მყოფი კაცი საელჩომ არც კი მოინახულა. 

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642