video: სამ ახალგაზრდას ყურები და თითები დააჭრეს - ყაჩაღები ბინაში ინკასატორების სახელით შევიდნენ
კრიმინალი • 1778388645
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.
- ბინა, სადაც ჯგუფი ცხოვრობდა, ლილი ონიანს ეკუთვნის. ემიგრაციაში მყოფ ქალს ბინის გასაღები სავარაუდოდ, შვილიშვილმა სთხოვა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და დაზარალებულად ცნობილ პეტერბურგელების ჯგუფს იცნობდა.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით დგინდება, 27 მარტს რუსეთიდან ჩამოსულებიდან ერთ-ერთს მობილურზე დაურეკეს და უთხრეს, რომ ბინაში გაზი ჟონავდა, ხელოსნები მივიდნენ და მესამე სართულიდან ეზოში უნდა ჩასულიყო. „შაბათის ეთერის" მოპოვებულ ვიდეო ფაილებში ჩანს, რომ რომან ბელოვი სადარბაზოდან ღამის პირველ საათზე კორპუსიდან ნამდვილად ჩადის, მაგრამ იქ არც ხელოსნები და არც ოპერატიული ჯგუფი არ არის. რამდენიმე ხანში კადრში ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება, რომელიც კორპუსში შედის. ეზოდან, სახლში აბრუნებულ რომან ბელოვს ინკასატორების ნაცვლად, სახლში კრიმინალური ბანდა დახვდა, ის სახლში ძალით შეათრიეს, სადაც უკვე განეიტრალებულები იყვნენ მისი მეგობრები.
საქმის მასალების თანახმად, რუსეთის სამ მოქალაქეს, ვარკეთილში რამდენიმე საათი სცემდნენ, მათ 7 შეიარაღებული პირი რიგ-რიგობით ურტყამდა, ითხოვდნენ კრიპტო საფულის კოდს და მობილური ტელეფონების პაროლებს.
ირკვევა, რომ შეირაღებული ბანდის წევრებმა დაზარალებულების ტელეფონები გახსნეს, თუმცა დიდი ფული, მათ კრიპტო საფულეზე ვერ იპოვეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა რუსეთის მოქალაქეებს ცულით დაზიანებები ჯერ ყურებზე მიაყენეს. საქმის მასალების თანახმად, რადგან წამების ამ ფორმით თაბვდამსხმელებმა შედეგი ვერ მიიღეს, მათი სამიზნე უკვე დანილ მიშაევიც გახდა, რომელსაც თითის მოჭრით ემუქრებოდნენ.
თითქმის 12 საათიანი წამების შემდეგ ადგილზე დანაშაულებრივი ბანდის წევრებმა რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აიტი სპეციალისტი მიიყვანეს. 25 წლის შოთა გაგლოშვილი პოლიციამ სამი დღის წინ დააკავა. რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ გადამალულ ფულს რაც ადგილზე მიყვანილმა ტექმოლოგიების სპეციალისტმაც ვერ მიაგნო. ამის შემდეგ გადაწყდა, პეტერბურგელების ჯგუფის სამივე წევრი გაეტაცებინათ.
საბოლოოდ, ნაწამებ ახალგაზრდები მარნეულში გაიტაცეს, ვიდეოები გადაუღეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიცია რამეს გაუგებდა, ამ კადრებს გაუვრცელებდნენ.
მძიმე დანაშაულის ბრალდებით ციხცეში სულ 7 პირია გაშვებული.
რა მისიით ჩამოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები თბილისში ცალ-ცალკე? - ამაზე საქმის მასალებში არაფერი წერია.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










