კრიმინალი • 1739174440
სროლა თბილისში - მამაკაცმა ცეცხლი რესტორანში გახსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსნტუტუციის ქუჩაზე ბერა ივანიშვილის ძმაკაცმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" ორჯერ გაისროლა. ასევე ცნობილია, რომ "კაწროს" მეგობარია და მას მფარველობს არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელი მირიან ქავთარაძე.
ირკვევა, რომ ჩხუბი გოგოს გამო მოხდა, რასაც ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტში მონაწილეობდნენ ქალებიც, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.
გავიგე ძაღლის წკმუტუნის ხმა და შემდეგ ეს ძაღლი აიყვანა პატრულმა და დამშვიდდა. უცებ ვიღაც გოგო მივიდა ერთ ბიჭთან და ცოტა დაძაბული საუბარი ჰქონდათ, მერე ამ ბიჭმა შეაგინა და ამ გოგოს მხრიდან ვინც იყვნენ, ისინი წამოფრინდნენ და დაიწყო შეტაკება და ხელჩართული ჩხუბი. მერე ამ სროლის დროს გაისროლეს ორჯერ, ოღონდ რა გაისროლეს, იარაღი იყო თუ მერე ამბობდნენ, „კანტროლკა“ იყოო, ხმა გავიგე და მალევე დავტოვეთ ტერიტორია. წამოვედი და დავლანდე, რომ იყო პოლიციის ერთი მანქანა მოსული. გამოსვლისას ეს მახსოვს ზუსტად. თერთმეტი საათი იყო თუ თორმეტი როცა ეს ჩხუბი მოხდა. ვინ გაისროლა, ეს არ დამინახავს, მხოლოდ ორჯერ გასროლის ხმა გავიგე. მეორეჯერაც იჩხუბეს და უფრო შემეშინდა და მერე წამოვედი. ჩხუბის დროს ბევრი ადამიანი იყო, მეორე ჩხუბის დროს მაგიდებზე დახტოდნენ და დალეწეს ეს მაგიდები, - უყვება "პირველებს" თვითმხილველი.
"პირველები" ავთანდილ ბილანიშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
თბილისის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მომხდარ ინციდენტზე პოლიცია ამ დრომდე არაფერს ამბობს. არ ვრცელდება ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ. უცნობია ისიც, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...
საზოგადოება • 1742237985
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...
პოლიტიკა • 1742237460
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 1742233840
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი