ვიდეო - თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ერთ-ერთი შეფის ბურუსით მოცული გარდაცვალება
კრიმინალი • 1764475645
ერთი წელია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ოჯახი 28 წლის ლევან სულაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელმაც აეროპორტში მაღალ თანამებობაზე 6 წელი იმუშავა, თბილისის ზღვაზე 2024 წლის 7 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს.
სულაშვილი წლების განმავლობაში მგზავრების და ბარგის შემოწმებას აკონტროლებდა. მის დაქვემდებარებულ თანამშრომლებს უნდა გამოევლინათ, აეროპორტში ნარკოტიკის, ასაფეთქებელი ან რაიმე საეჭვო ნივთების შემოტანა და გატანა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მის საქმიანობას უკავშირდება.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ კაცი, რომელიც აეროპორტის უსაფრთხოებას აკონტროლებდა, ბევრი ინფორმაციის მფლობელი იყო. მათივე თქმით, ლევან სულაშვილის ხელში გადიოდა, ყველა ჩამოსული მაღალჩინოსნის ბარგი, მას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია, ვის და რა შემოჰქონდა ქვეყანაში.
გარდაცვლილის დედა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვიდრე ოჯახს ეტყოდნენ, რომ 28 წლის კაცმა სიციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შვილმა უთხრა, რომ სამსახურში კონფლიქტი ჰქონდა და პოსტის დატოვებას აპირებდა.
დედასთან გამხორციელებული სატელეფონო ზარიდან, რამდენიმე საათში კი ოჯახს შეატყობინეს, რომ სპეცსამსახურების 28 წლის თანამშრომელის ავტომობილი თბილისი ზღვაზე გამვლელმა ნახა - კაცი მისივე ავტომობილში იყო გარდაცვლილი. მანქანაში იდო 28 წლის კაცის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი.
ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ სულაშვილების დარწმუნება პირველივე წუთებში დაიწყო, რომ 28 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია მათთვის საეჭვოპირველივე წუთიდან გახდა.
მათი თქმით, 7 ნოემბერს როდესაც ლევანის ცხედარი თბილისის ზღვაზე პრაქტიკულად მიუვალ ადგილზე იპოვეს, წვიმდა და ძლიერი ქარი იყო. მოწმე კი ვინც 112-ში დარეკა და პოლიციას ინფორმაცია მიწოდა, ამბოდა, რომ მას ცხედარი არ უნახავს და მისი ყურადღება გაჩერებულმა ავტომობილმა მიიქცია.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, გამოძიებამ ლეგენდა შექმნა, რომ ლევან სულაშვილს ვალები ჰქონდა და აზარტულ თამაშებს თამაშობდა.
თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, საკუთარ მანქანში მკვდარი ერთი წლის წინ იპოვეს, თუმცა ერთ წელია, საქმეში არ დევს ექსპერტიზის დასკვნა - ანუ გამოძიებას არ დაუდგენია ვინ,
რა იარაღით, ან რა ტრაექტორიიდან მოახდინა გასროლა? ან თუ ეს თვითმკვლელობა იყო, ჰქონდა თუ არა დენთის კვალი ხელზე?
არის კიდევ ერთი დეტალი, ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, ამ დრომდე ღია მდგომარეობაში შუა ქუჩაშია მიტოვებული.
უშიშროების ოფიცერის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ლევან სულაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება პროკურატურას და ამ ხელისუფლებას არ აწყობს. დარწმუნებულები არიან, რომ 28 წლის ბიჭი მისი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო მოკლეს.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










