კრიმინალი • 1736408520
მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი.
5 იანვარს, ბრალდებულებმა – რევაზ პაკელიანმა და ბეჟან ჭკადუამ ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.
პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული, ვიქტორ სოლოვიოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა. "როდესაც სა...
პოლიტიკა • 1737125995
გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1737124074
ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...
პოლიტიკა • 1737123966
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...
პოლიტიკა • 1737123229
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...
პოლიტიკა • 1737123133
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...
პოლიტიკა • 1737117357
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი