ვინ არის სვანეთში გატაცებული ტურისტი და რას ჰყვება მისი თანამგზავრი ქალი

სვანეთში გატაცებულუ ტურისტი

სვანეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით,  რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, რუს ტურისტებზე თავდასხმა მოხდა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ტურისტებს გზა გადაუკეტეს, იარაღით დაემუქრნენ და კაცი სუბარუს მარკის თეთრი ავტომობილით წაიყვანეს. თანამგზავრი კი გაათავისუფლეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას, შეძენა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე ვრცელდება გატაცებული კაცის ვინაობა და მისი თანამგზავრი ქალის მონათხრობი მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით კაცის სახელი და გვარია ვიქტორ სოლოვიოვი, ქალს კი ალინა ჰქვია, სწორედ მისი მონათხრობი გამოქვეყნდა ლევშიცის ტელეგრამის არხზე

(მონათხრობის ავთენტიკურობა დადგენილი არაა. სტილი დაცულია)

"თეთნულდისკენ მივდიოდით და თოვა დაიწყო. გვირაბის შემდეგ გავჩერდით თოვლის სანახავად და ვიდეო გადავიღეთ. პირველად ჩვენ ახლოს გაიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, გვჭირდებოდა თუ არა დახმარება? ვუთხარით, არა მადლობა, უბრალოდ სურათებს ვიღებთო და წავიდნენ.  შემდეგ ჩვენ გადავუსწარით. გზის პირას იდგნენ. გზაზე ჩარჩენილ მანქანას წავაწყდით, ვიტიამ ის თოკით ამოიყვანა. ამ მომენტში თეთრმა სუბარუმ ჩაგვიარა ახლოს, ისე რომ არ გაჩერებულა.

როცა ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, მთხოვა, მანქანის სათავსოდან დანა მიმეწოდებინა. გაჩერდა, გადმოვიდა და იკითხა რა მოხდა. მათ ნასოსი მოსთხოვეს. ამოიღო და მისცა. შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი. გვეუბნებოდნენ ტელეფონები მოგვეცითო, რატომ გვიღებდით სურათებსო. შემოძვრა და ვიტიას ერთ-ერთი ტელეფონი აიღო. მან სთხოვა, მე არ შემხებოდნენ. შემდეგ ისევ შემოძვრა და მეორე ტელეფონიც აიღო. შემდეგ მათ შორის დაიწყო დიალოგი, მე მხოლოდ ვიქტორის მესმოდა, რომელიც ამბობდა, რომ არ შეხებოდნენ. მერე იყო 2 გასროლა, სად ვერ ვნახე და ვიქტორიც ვერ დავინახე. პისტოლეტიანი მოვიდა ჩემთან, პისტოლეტი ჩემსკენ მომართა და მოითხოვა, ტელეფონი მიმეციო, არ დამლოდებია, ორივენი ჩვენს მანქანაში ჩასხდნენ და პირდაპირ წავიდნენ, მერე უკან რომელიც იჯდა გადმოხტა. პირდაპირ წავედით. მერე სუბარუ წამოვიდა, ის ვინც ჩვენს მანქანას მართავდა, შემობრუნდა, გადმოვიდა და სუბარუში ჩაჯდა. 10 წუთით წავიდნენ, იმ მომენტში 112-ში დავრეკე. მოვახერხე ავუხსენი, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთი საათი გვქონდა დარჩენილი, მანქანის ნომერი მივუთითე და ყველაფერი ავუხსენი.

მანქანაში ჩავიკეტე, დაბრუნდნენ და მან შუშის მსხვრევა დაიწყო. მანქანა გავხსენი, მან მგზავრის სავარძელზე გადასვლა მომთხოვა. გადავედი და ჩუმად მივდიოდით. მე ვთხოვდი, რომ გავეშვით და არ მოვეკალით, მითხრა, რომ ჩვენს მოკვლას არავინ აპირებდა. მივედით მთამდე სადაც ასვლას აპირებდნენ - შკოდით ვერ ავიდნენ, სუბარუმ კი რომელიც უკვე წინ იყო წასული უკან დაიხია და ის ჩვენი მანქანიდან სუბარუში გადახტა და წავიდნენ.  შემდეგ ტელეფონის ამოღება შევძელი და ისევ დავრეკე 112-ში. გავაჩერე 2 გამვლელი მანქანა. შემდეგ პოლიციამ დაიწყო მოსვლა. შემდეგ იქ მოვიდნენ პიკაპები ავტომატიანებით.“ადგილობრივები ამბობენ, რომ სუბარუ  კრიმინალებმა სოფელ ნაკრას ცენტრში დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ მანქანა ადგილობრივებს არ ეკუთვნის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მუხრანი
ვიდეო: გზის რეაბილიტაცია „ქოცურად“ სოფელ მუხრანში

მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის    

სოცმედია 1768934349

გიგა ავალიანი
"ვიცი, ვის შეხვდით სახელმწიფო დაწესებულებაში საშვის გარეშე" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედის სკანდალური განცხადება

მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...

სამართალი 1768930069

სტივენ დაუთი
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე“ - დაუთი

საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...

პოლიტიკა 1768929961

ანდრო ჭიჭინაძე
„პროკურორებს უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, რეალობა ერთია“ - ანდრო ჭიჭინაძე

მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...

პოლიტიკა 1768929890

კობახიძე
„სურსათსა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებსაც შევისწავლით“ – ივანიშვილის მთავრობა

პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...

პოლიტიკა 1768929773

 ლევან ხაბეიშვილი
„ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია“ - ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან

ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...

პოლიტიკა 1768927049