ვიზების გაყალბების საქმე - ახალი დეტალები
კრიმინალი • 1780567682
ქმარს გირაო, ცოლს პატიმრობა - გაყალბებული ვიზების საქმეში ბრალდებული ორი ადამიანი ერთი ოჯახის წევრები არიან. დღეს თამაზ გურჩიანმა სხდომათა დარბაზი 15 ათას ლარის გირაოს სანაცვლოდ დატოვა, მაგრამ ციხეში გაუშვეს მისი ცოლი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებასთან "გულახდილი არ არის". რაც შეეხება კაცს, პროკურატურის თქმით, მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან.
დღეს დაუსწრებლად ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს ასევე ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირი, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან.
პროკურატურა ყველა ბრალდებულს მოუწოდებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ. სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, გაყალბებული ვიზების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.
ქალბატონი ბოლომდე გულახდილი არ არის გამოძიებასთან. როგორც მოგეხსენებათ საქმე ეხება მასშტაბურ, ორგანიზებულ ჯგუფს, სადაც მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესაბამისად, ამ დანაშაულში მონაწილე პირთა წრე გაიზარდოს. შესაბამისად მისი გულახდილობაც დაკავშირებულია ამასთან, თავს იკავებს საქმის დეტალებზე საუბარზე. როლები განაწილებული იყო, თუმცა ხსენებული პირები ორგანიზებულად ჩადიოდნენ დანაშაულს, თუმცა დეტალებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ.
როგორც მოგეხსენებათ საქმეში მონაწილეობს არაერთი პირი, რომლებიც ორგანიზებულად სჩადიოდნენ დანაშაულს. მათი დანაშაულებრივი საქმიანობა ერთადერთ მიზანს, კონკრეტულ პირებს გამოგონებული ისტორიების საფუძველზე ვიზები თუ თავშესაფრები აშშ-ში. დეტალებზე - ვის რა როლი ჰქონდა, ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაურებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოა მონაწილე ფიგურანტთა წრე შეიძლება გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულმა მოწმეებმა მიაწოდეს გამოძიებას ინფორმაცია. თუმცა ბრალდებულის მეუღლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო გულახდილი, იმდენად რამდენადაც მისი ქმრის", - განაცხადა პროკურორმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვინ არიან სხვა პირები, ვისზეც პროკურატურა ცდილობს გასვლას და არიან თუ არა ისინი ზემდგომები? - პროკურორმა ასეთი პასუხი გასცა: "ზუსტად ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".
- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ პირთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სასამართლომ ხუთი პირის აღვეთის ღონისძებაზე სამ ივნისს იმსჯელა, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული - სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.
- პროკურორის თქმით, დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და მზადყოფნას გამოთქვა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
ცნობისთვის, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.
საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.
საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.
სამეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება- გასაღების მუხლებით. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












