ყალბი კოვიდ-პასპორტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტი - საგამოძიებო სამსახურმა ცხრა პირი ამხილა

ყალბი პასპორტები

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი კოვიდ-პასპორტების დამზადების ფაქტზე ცხრა პირი პასუხისგებაში მისცა, მათ შორის ერთ-ერთი კი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს:

"საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონში გამოვლენილია აღნიშნულის სახის დანაშაულის ორი ფაქტი, რაზედაც პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი იქნა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე  ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი  მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

მეორე შემთხვევაში კი, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით" - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540