ყალბი საბუთები და თაღლითურად დაუფლებული 3 500 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები - დაკავებულია ერთი პირი
კრიმინალი • 1685444820 345

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთ კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს.
ამასთან ერთად, ბრალდებული შეეცადა დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც დაახლოებით 1 000 000 ლარს შეადგენს.
"საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების, ქონების თაღლითურად დაუფლების მცდელობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ, სიღნაღის რაიონში მდებარე, 350 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3 500 000 ლარს. ამასთან, ბრალდებული შეეცადა ამავე გზით დაუფლებოდა სიღნაღის რაიონში მდებარე იმავე კომპანიის კუთვნილ 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულებაც შეადგენს დაახლოებით 1 000 000 ლარს, თუმცა აღნიშნული ვერ მოიყვანა სისრულეში მათზე გავრცელებული ყადაღის გამო", - წერია უწყების განცხადებაში.
საგამოძიებოს ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რათა ბრალდებულსა და მასთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მისცემოდათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების განკარგვის შესაძლებლობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, (19)180-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...
სოცმედია • 1695932700

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული. სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...
სოცმედია • 1695932400

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...
სოცმედია • 1695931800

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...
სოცმედია • 1695931500

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...
სოცმედია • 1695931500

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...
პოლიტიკა • 1695930900