ყვარელში 85 წლის ქალი მოკლეს - ძალადობა და ხანძარი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით
კრიმინალი • 1790166273
სასტიკი მკვლელობა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლულია 85 წლის ქალი.
ადგილობრივების ცნობით, მარტოხელა მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში ცხოვრობდა. თავდამსხმელი საცხოვრებელში, სავარაუდოდ, გვიან ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალზე იძალადა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.
არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვით დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა. სოფელში აცხადებენ, რომ მოხუცმა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე თხილი გაყიდა და სოციალური დახმარებაც აიღო.
საქმეზე ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









