„...ალესილ კალმით ვიბრძოლებ, შემომიერთდით, თორემ უკვე სიტყვაც გაჯიქდა“ - ნუკრი ლობჟანიძე
კულტურა • 1750737341
პოეტი ნუკრი ლობჟანიძე:
სიმართლისათვის
სიმართლისათვის, ბრძოლას ვიწყებ ახლა თავიდან,
კალამს არ დავდებ და ალესილ კალმით ვიბრძოლებ,
შემომიერთდით, თორემ უკვე სიტყვაც გაჯიქდა,
ვერას გაუგებ მომრავლებულ ,,ახალ დიდგორლებს".
ვინ ტვინის ტრამვა, ლექსის წერად გადააქცია,
ვინ გაგვილანძღა რუსთაველი, მეფე თამარი,
დღეს სიტყვას ვხედავთ, რომ მარილი ბევრსას აკლია,
რომ მწერლობაში წესიერი, ბევრი არ არის.
ქართული სიტყვა, ქართული ზნე გადავივიწყეთ,
ახალ-ახალი შემოვდენეთ ლექსში ფრაზები,
სულ აღარა აქვს დაფასება უკვე ნიჭიერს,
და ასე ალბათ კლდეზეც მალე გადავვარდებით.
მტკივა, მაწვალებს მომრავლება ამდენ არმცოდნის,
ვის დავუტოვოთ, რაც რომ სისხლით მოგვიტანია,
მეც ვხედავ უკვე, სულიერი საზრდო არ მყოფნის,
აქა-იქ მხვდება ლექსი, ზოგჯერ რომ მიხარია.
სიმართლისათვის, ყველამ ერთად უნდა დავჭექოთ,
წიგნის თაროდან, დღეს მიყურებს ვაი პოეტი,
მაჩაბლის ცამეტს, ერთდროს გერქვა მწერალთ სამჭედლო,
ახლა კი გქვია, მწერლებისთვის მიეთ-მოეთი.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










