Art-გენის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება

კულტურა 1658663680    78

art geni

დღეს, ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.

დასკვნით კონცერტამდე, მაყურებელი ასევე მოუსმენს „ბერიკაცებს", ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს".  დღესვე Art-გენის სცენა უმასპინძლებს: თუშეთის და კახეთის რეგიონულ ანსამბლებს.

ფესტივალი 15 ივლისსს „სუხიშვილების" ახალი პროგრამის კონცერტით გაიხსნა.

16, 17, 22 და 23 ივლისს,  Gaga Fran-ის REggaeon-ის ნინო ქათამაძის და სანდრო ნიკოლაძის კონცერტები გაიმართა.

Art-გენის სცენა დაეთმო ასევე: ქართული ბრძოლის ამბავს „ჰოროლს", სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს", „გორდელას", ანსამბლებს: „ქალილოს", „ძირიანს", „მესხეთს" და „ადილეის"

არტ-გენი 2022  რეგიონული ტრუნეთი 9 ივლისს, რუსთავში, Gaga Fran-ის, ნიაზ დიასამიძის , Reggaeon-ის და „სუხიშვილების კონცერტით გაიხსნა.

ფესტივალის რეგიონული ტურნე  30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება, სადაც „ჩვენებურების" და „გორდელას" კონცერტები გაიმართება. ასევე მოეწყობა „ჰოროლის" ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი  წარმოდგენა.

ფესტივალის მთავარი სპონსორია "ავერსი",  გენერალური სპონსორი - „ნიკორა". ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: პირველი არხი, „თიბისი", ლუდი „ნატახტარი", „ნაბეღლავი", „მილდიანი".

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.

წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კვარაცხელია
15 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელია, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" შემადგენლობაში, პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს

15 აგვისტოს, იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, ნაპოლი სტუმრად ვერონას შეხვდება. ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი იქნება იტალიის ჩემპიონატში. მის თამაშ...

სპორტი 1660513085

ბიჭს
8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ სოფელ გომიდან გაუჩინარებული ახალგაზრდის ცხედარი მდინარე მტკვარში ნახეს. დ...

შემთხვევა 1660508280

გაპარვა
მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა

მარნეულში, 13 წლის გოგო გათხოვების მიზნით გაიპარა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.  "პრობლემის გარეშე მინდა სულ ერთი დღე… მარნეულის სოფელ თაზაქენდიდან (ალგ...

საზოგადოება 1660506867

პოლიცია
დახმარებას ითხოვდა და არცერთი მეზობელი არ მიშველებია - რას ჰყვებიან მეზობლები შვილის მიერ მოკლულ 34 წლის ქალზე

რო­გორც ირ­კვე­ვა, 17 წლის მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ბრა­ლად დე­დის, 34 წლის ჟანა ხა­ლი­ლო­ვას მკვლე­ლო­ბა ედე­ბა, გარ­და­ბან­ში მცხოვ­რე­ბი ნო­რუს ხა­ლი­ლო­ვია. მთავარი არხის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბის...

კრიმინალი 1660505880

მსოფლიოს მოსახლეობა
პლანეტის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა

მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ინფორმაციას Countrymeters-ის სერვისის მონაცემები ადასტურებს, რომელიც პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობას რეალურ დროში ითვლის. მისივე მონაცემებით, დედ...

ეს საინტერესოა 1660505671

ასტროპროგნოზი
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას მოგანიჭებთ – ამ გზით დაგროვილი სტრესისგან გათავისუფლდებით. დროა, საკუთარი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მიიღოთ. შეთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ,...

ეს საინტერესოა 1660505460