გორში Kordz-ის კონცერტი მუქარისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გაუქმდა
კულტურა • 1790341657
გორში, „კამარა ფესტივალის“ ფარგლებში 26 სექტემბერს დაგეგმილი მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას (Kordz-ი) კონცერტი გაუქმდა. ორგანიზატორებისა და მუსიკოსის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტული მედიის მხრიდან განხორციელებული შეტევა და მუქარაა.
ღონისძიების გადადების შესახებ თავდაპირველად ორგანიზატორმა, დანიის კულტურის ინსტიტუტმა განაცხადა:
„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო“.
კონცერტის გაუქმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ალექსანდრე კორძაიაც:
„მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის“.
ღონისძიების გაუქმებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის კრიტიკა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა ფესტივალზე Kordz-ის მონაწილეობა „რადიკალიზმის წახალისებად“ შეაფასა:
„აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების პირდაპირ მძიმე შეურაცხყოფას და, რა თქმა უნდა, როდესაც ახლა კონკრეტული დიპლომატიური მისიები ახდენენ ერთგვარ წახალისებას ამ ე.წ. მუსიკოსისა, რა თქმა უნდა, ისინი ამით ცდილობენ, როგორც ჩანს, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან“.
ალექსანდრე კორძაია პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერია. მუსიკოსს, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტებთან ასოცირებული სიმღერის („ოლე ოლა“) გამო მმართველი გუნდის სამიზნე არაერთხელ გახდა, 2026 წლის ივლისში თბილისში თავსაც დაესხნენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









