რუსთავის თეატრი 59-ე სეზონს 19 სექტემბერს გახსნის
კულტურა • 1757878961
რუსთავის გიგა ლორთქიფანძის თეატრი ახალ, 59-ე სეზონს ხსნის. თეატრის 59-ე თეატრალური სეზონი 19 სექტემბერს 20:00 საათზე, რუსთავის თეატრის დირექტორის, სოსო ნემსაძის სპექტაკლით „ფაბრიკის გოგოები“ ოფიციალურად გაიხსნება. აღნიშნული სპექტაკლით რუსთავის თეატრი ასევე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის.
როგორც რუსთავის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:
„19 სექტემბრიდან რუსთავის თეატრის 59-ე სეზონი
ონლაინ ბილეთების შესაძენად 》》》 https://biletebi.ge/rustavi-municipal-theatre
ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია 558 401 801
ლინკები
Tik-Tok 》https://www.tiktok.com/@rustavi.theatre?_t=ZS-8zO9HJFA6Wy…
Instagram 》 https://www.instagram.com/rustavitheatre…“
ცნობისთვის,
რუსთავის გიგა ლორთქიფანძის თეატრი ქალაქ რუსთავში 1967 წელს შეიქმნა გიგა ლორთქიფანიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით, კოტე მარჯანიშვილის თეატრიდან წასულ 26 ახალგაზრდა მსახიობის ძალებით. მათ შორის იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ქეთევან კიკნაძე, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ მაისურაძე, ზაზა ლებანიძე, ჯემალ გაგნიძე, გივი ბერიკაშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, მალხაზ გორგილაძე, იოსებ გოგიჩაიშვილი, კოტე თოლორაია და სხვები.
საბჭოთა კავშირის პირობებში მათი ქმედება და თეატრის გახსნა ნამდვილ თეატრალურ რევოლუციად შეფასდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა გიგა ლორთქიფანიძე, დირექტორად კი — ნოდარ მგალობლიშვილი. 1967 წლის 30 ნოემბერს თეატრი ოფიციალურად გაიხსნა ე. როსტანის რომანტიკული დრამით „სირანო დე ბერჟერაკი“.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










