საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა

კულტურა 1644311353

საქბანკი

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობა გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ავტორები პროფესიონალების მიერ შეფასდებიან.

პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარებათ.

მონაწილეთა ნამუშევრებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტის შემადგენლობით შეაფასებს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ავტორს არ ჰქონდეს გამოქვეყნებული ნაწარმოებები, არც ბეჭდური და არც ციფრული სახით. პროექტის დასასრულს ათი საუკეთესო ტექსტისთვის პროფესიონალური წერილობითი დასკვნა მომზადდება.

მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ნაწარმოებები, 28 თებერვლის ჩათვლით, აღნიშნულ მისამართზე უნდა გადააგზავნონ: [email protected].  ტექსტის ტექნიკური მახასიათებლების ნახვა კი შესაძლებელია https://bit.ly/3uvI46h

ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბაშვო ველოდისიპედები - საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის
საბავშვო ველოსიპედები – საუკეთესო საჩუქარი პატარებისთვის

რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781262175

ორთოპედიული პროდუქტები
ორთოპედიული პროდუქტების ფართო არჩევანი “ახალი ხედვის” მაღაზიებში

კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...

ჯანმრთელობა 1781261876

ვარიკოზული გეტრებ
რა სიმპტომების დროს არის საჭირო ვარიკოზული გეტრების გამოყენება?

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...

ჯანმრთელობა 1781261687

საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494