შეხვედრების სერია დიმიტრი კრიმოვთან სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
კულტურა • 1683716153
9, 10, და 11 მაისს, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, მხატვრის, სცენოგრაფისა და პედაგოგის დიმიტრი კრიმოვის სამუშაო შეხვედრებს უმასპინძლებს.
სოხუმის თეატრის მსახიობების გარდა, სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა თეატრის 15 მსახიობი მიიღებს. შეხვედრების ფარგლებში, დიმიტრი კრიმოვი მსახიობებთან იმუშავებს მსოფლიო დრამატურგიის საუკეთესო ორი წარმომადგენლის, უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის, პიესებზე.
სამუშაო შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, დარგის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას. ცნობილი რეჟისორი აუდიტორიას უნიკალურ მხატვრულ ენას გაუზიარებს.
2023 წლის 12 მაისს კი, 18.00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ფართო აუდიტორიისთვის, გაიმართება დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო, სადაც ნაჩვენები იქნება ეპიზოდები მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან.
„ჩემი სახელით და ყველა მონაწილე თეატრის მსახიობების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ქალბატონ თეა წულუკიანს და კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის საქართველოში ჩამოყვანა. მიხარია, რომ ჩვენი თეატრი მასპინძლობს მას და დაუვუწყარ შთაბეჭდილებებს ვჩუქნით თეატრის მოყვარულებს“, - დავით საყვარელიძე - სოხუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
„15 წლის წინ ვნახე კრიმოვის OPUS #7 და მივხვდი, რომ, მხატვრული ღირებულების გარდა, იყო კიდევ სხვა რამ, რამაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ეს იყო მცდელობა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ დაუფარავად, ობიექტურად საუბარი, თუნდაც დიდი ტკივილის ფასად. დღეს 2023 წელია და რა ბედნიერებაა, რომ ეს ხელოვანი კვლავ თავისი შეხედულებების ერთგულია“, - ნინო კასრაძე
ბილეთები ხელმისაწვდომია TKT.GE-ზე
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და „სილქ ჰოსფითალითი“.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












