თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება
კულტურა • 1636527253
დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული, თბილისის მე-13 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალი შემოდგომის კულტურული ცხოვრებისა და ფესტივალების ბრწყინვალე კასკადს, როგორც წესი სექტემბერში იწყებს, მაგრამ წელს პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ნოემბერში გადაინაცვლა.
ფესტივალი წელს ორ დიდ მთავარ მოვლენას უმასპინძლებს: ჯეიმს ტიერის წარმოდგენით -„მოს კონცერტი“ და მიხეილ ბარიშნიკოვს მხატვრული ინსტალაცია ფილმით - „არც ერთხელ“. ასევე, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს საგანმანათლებლო მიმართულება წარმოადგენს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ ვორქშოფებს და მასტერკლასებს ითვალისწინებს, რომლის თემაც საშემსრულებლო ხელოვნებაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენებაა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. 13 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.
ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, ასევე, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი, ალვის ჰერმანესი და სხვა. თეატრალურმა ღონისძიებამ მათთან ერთად, უმასპინძლა კომპანიებს, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისკენ.
ბილეთები იყიდება 5 ნოემბრიდან.
ფესტივალის პროგრამა:
10, 11 ნოემბერი
მოს კონცერტი
ლა კომპანი დიუ ანეტონ (მაისის ხოჭოს კომპანია)
რეჟისორი, კომპოზიტორი, დიზაინერი, ქორეოგრაფი - ჯეიმს ტიერი
20 – 22 ნოემბერი
იან ფაბრი / მიხაილ ბარიშნიკოვი
არც ერთხელ
მხატვრული ინსტალაცია ფილმით
ფილმის რეჟისორები: იან ფაბრი და ფილ გრიფინი
ვორქშოფები:
29 ნოემბერი - პირველი დეკემბერი
ტრანსფორმაცია
გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება
ჯაილზ ფორმანი სამსახიობო ოსტატობის ცენტრი, დიდი ბრიტანეთი
2, 3 დეკემბერი
თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია, გერმანია
ციფრული ტექსტილები
6 – 10 დეკემბერი
ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისთვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად, გერმანია
კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”
სოცმედია • 1768966298
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...
პოლიტიკა • 1768929961











