თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

კულტურა 1743771224

თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან.  წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.

 

1 მაისი | ლაკეშა ბენჯამინი (LAKECIA BENJAMIN)

2 მაისი | თილ ბრონერი და მისი ბენდი (TILL BRONNER & Band) 

 

3 მაისი | სტივ კოლმანი ბენდთან ერთად (STEVE COLEMAN & THE FIVE ELEMENTS)

ლაკეშა ბენჯამინი  -  ამერიკელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ხმითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ლაკეშა ბენჯამენი იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება ვინც წარმატებით ახერხებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმას. მისი განსხვავებული სტილის მუსიკა მოიცავს ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს, გაბედული და ენერგიულია, რაც განასხვავებს მას სხვა არტისტებისგან. ლაკეშა ბენჯამენი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემზე, მათ შორის 2025 წელს. იგი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა კისი.

თილ ბრონერი - გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებსა და კოლაბორაციებს, რამაც მას მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოუტანა. თილ ბრონერის მუსიკა გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი და კომპოზიტორიც. ბრონერი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის დაიანა კროლთან, ჰერბი ჰენკოკთან და დეივ ბრუბეკთან. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს.

 

სტივ კოლმანი - ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის" (Music for the Mind) ეწოდება. კოლმანმა და მისმა თანამოაზრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს კონცეფცია M-Base. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფიაა, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ  ელემენტებს, ასევე აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს. სტივ კოლმანის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, მისი ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. სტივ კოლმანი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის გრემის.

 

ჯაზფესტივალი  ბილეთებზე, 9 აპრილის ჩათვლით, წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე მოქმედებს 25% ფასდაკლება.

10 აპრილიდან კი  თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე - 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათზე 10%-იანი ფასდაკლება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624