"2008 წელს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა" - ლავროვი ეუთოს სამიტზე

მსოფლიო 1701351019    381

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

 

აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს "აშშ-ის მიერ პროვოცირებული" უწოდა და საქართველო დაადანაშაულა:

"NATO-ის იგივე წევრებმა, რომლებიც ახლა ეუთოს მინისტერიალში იღებენ მონაწილეობას, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე თბილისი და კიევი გაწევრიანებით მიიზიდეს. მიზანი მარტივი იყო - რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდების რევოლუციით მოვიდა, 2008 წლის აგვისტოში დაუყოვნებლივ შეასრულა კარტ-ბლანში, რომელიც მას ბუქარესტში გადასცეს. მან ბრძანება გასცა დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და თავს დასხმოდნენ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც იქ ეუთოს ნებაყოფლობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია აშშ-ის მიერ იყო მომზადებული, რომელმაც საქართველოში წვრთნისა და შეიარაღების პროგრამა განახორციელა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა", - თქვა ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ეუთოს უსაფრთხოების მინისტერიალი მიმდინარეობს. ღონისძიებაში ლავროვის მონაწილეობის გამო, სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც ესწრება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180