ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო - ოკუპირებულ აფხაზეთთან "საბრძოლო თანამეგობრობისთვის"
მსოფლიო • 1787741494
ჩეჩნეთის ლიდერის 18 წლის ვაჟმა, ადამ კადიროვმა, არაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსგან მედალი „საბრძოლო თანამეგობრობისთვის“ მიიღო. ამის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ძალოვან უწყებებს შორის ტაქტიკურ სროლაში ჩემპიონატის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ჯილდო მას „მაღალი დონის ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის განმტკიცებისთვის“ გადაეცა.
შეჯიბრება გუდერმესში, ვლადიმერ პუტინის სახელობის ე.წ. „სპეცდანიშნულების რაზმის რუსულ უნივერსიტეტში“ (РУС) გაიმართა, სადაც, როგორც „Кавказ.Реалии“ აღნიშნავს, უკრაინის წინააღმდეგ ომში გასაგზავნად დაქირავებულ მებრძოლებს ამზადებენ. ტურნირში მათ შორის აფხაზეთიდან ჩასული მებრძოლებიც მონაწილეობდნენ.
ადამ კადიროვს რამზან კადიროვის თანაშემწის, რესპუბლიკის ხელმძღვანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსისა და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობები უკავია. იგი ასევე დაინიშნა სპეცდანიშნულების რაზმის რუსული უნივერსიტეტის, ჩეჩნეთის შსს-ს, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ორი ბატალიონისა და ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კურატორად.
მას უკვე 20-ზე მეტი ჯილდო აქვს, რომლებსაც 15 წლის ასაკიდან გადასცემენ — მას შემდეგ, რაც გროზნოს საგამოძიებო იზოლატორში ყურანის დაწვის საქმეზე დაკავებულ ნიკიტა ჟურაველს სცემა. ადამ კადიროვი ცემის გამო პასუხისგებაში არ მიუციათ, ხოლო ჟურაველს 2024 წლის თებერვალში, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სიძულვილით ხულიგნობის ბრალდებით, სამნახევარი წლით კოლონია მიუსაჯეს. 2024 წლის ნოემბერში კი მას სახელმწიფო ღალატის საქმეზე 13.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










