მსოფლიო • 1721126556
უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირილის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი მზად არის "დაუყოვნებლივ" იმოქმედოს, როგორც მშვიდობის შუამავალმა რუსეთ-უკრაინის ომში, თუ მას აირჩევენ ნოემბერში.
წერილი, რომელიც ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს გაუგზავნა და ის გაზიარებულია ყველა ლიდერთან, იმის შემდეგ დაიწერა, რაც ორბანმა გამართა მოლაპარაკებები ტრამპთან, ასევე უკრაინის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.
"მე შემიძლია (...) დანამდვილებით განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის არ დაელოდება თავის ინაუგურაციას, (ტრამპი) მზად იქნება დაუყოვნებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს", - წერს ორბანი.
წერილში ორბანი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "უზარმაზარ ძალისხმევას იყენებს" საარჩევნო რბოლაში დარჩენისთვის და ვარაუდობს, რომ მას არ შეუძლია შეცვალოს "აშშ-ის ამჟამინდელი პრო-ომის პოლიტიკა".
უნგრეთის ლიდერმა თქვა, რომ ტრამპის გამარჯვება შეცვლიდა ტვირთს აშშ-სა და ევროკავშირს შორის, როდესაც საქმე ეხება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას, ევროპელების საზიანოდ.
"ჩვენმა ევროპულმა სტრატეგიამ ტრანსატლანტიკური ერთიანობის სახელით დააკოპირა აშშ-ის პრო-ომის პოლიტიკა. ჩვენ აქამდე არ გვქონია სუვერენული და დამოუკიდებელი ევროპული სტრატეგია ან პოლიტიკური სამოქმედო გეგმა", - თქვა მან.
მისი შეთავაზებაა, იმსჯელონ, "არის თუ არა რაციონალური მომავალში ამ პოლიტიკის გაგრძელება".
ორბანმა ბლოკს ასევე შესთავაზე "რუსეთთან დიპლომატიური კომუნიკაციის პირდაპირი ხაზების ხელახლა გახსნა", კიევთან მაღალი დონის კონტაქტების შენარჩუნება, ასევე მოლაპარაკებების წარმოება ჩინეთთან "მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მოდალობაზე".
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქავიდეო: Gog Lik
საზოგადოება • 1737891037
შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ წინასაარჩევნოს პატიმრების ოჯახების გამოყენება რუსული რეჟიმის ხელწერაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ა...
პოლიტიკა • 1737887806
საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების...
პოლიტიკა • 1737887343
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი