"ამერიკის პარტია" – მასკი ახალ პარტიას ქმნის
მსოფლიო • 1751773330
ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მოკავშირემ, ილონ მასკმა X-ზე ახალი პარტიის დაარსების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.
4 ივლისს X-ზე ჩატარებულ ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 1 248 856-მა მომხმარებელმა მიიღო.
"თანაფარდობით ორი ერთის წინააღმდეგ, თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია გსურთ და ამას მიიღებთ!" დაწერა მასკმა.
"როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა - დემოკრატიაში. დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია, რათა თავისუფლება დაგიბრუნდეთ." - დაამატა მან.
ცნობისთვის, საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო ტრამპსა და მასკს შორის პირველად საჯარო დაპირისპირება 3 ივნისს დაიწყო, როცა მასკმა კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, "გულისამრევი საშინელება" უწოდა.
ხოლო 1-ელ ივლისს, როცა კანონპროექტს სენატში განიხილავდნენ, მასკი დაიმუქრა, რომ მისი მიღების შემთხვევაში ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა.
ტრამპის "დიდ, ლამაზ" კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ მხარი 3 ივლისს დაუჭირა, 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ. მომდევნო დღეს კი თეთრ სახლში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა.
„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...
საზოგადოება • 1776685806
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი...
საზოგადოება • 1776685700
14 წლამდე ასაკის რვა ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, შეიარაღებულ დაპირისპირებას. BBC-ის ცნობთ, სროლა, ლუიზიანას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ შრივპორტში , კვირას დილით მოხდა, რამდენიმე ადგილას - ორ სახ...
მსოფლიო • 1776685155
"აშშ-ს შეუძლია, ბელარუსისგან ისწავლოს დემოკრატია" | აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით "ნამდვილი დიქტატურა" აშშ-შია, „რეალური დემოკრატია და ადამიანის უფლებები“ კი ბელ...
მსოფლიო • 1776684293
მიწა, რომელზეც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, ჯერ კიდევ ივანიშვილის ქართუ ფონდის საკუთრებაშია | ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის დეველოპერი კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუა",...
პოლიტიკა • 1776683925
"ჩემი პოსტი ხალხში სიარულზე ზოგიერთმა, რატომღაც, ნიკა მელიას კრიტიკად აღიქვა, არადა ის ყველას ეხებოდა. მე ვაფასებ ნიკა მელიას და მის მიერ გაღებულ მსხვერპლს, ისევე როგორც ძალიან გამიხარდება ბევრი ენერგ...
პოლიტიკა • 1776683686












