არ გამაჩნდა პოლიტიკური ბერკეტი უკრაინაში შეჭრამდე პუტინთან მოლაპარაკებებისთვის - მერკელი

მსოფლიო 1669359721    209

პუტინი, მერკელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ინტერვიუ მისცა Der Spiegel-ს სადაც აცხადებს, რომ პოსტის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე სცადა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების ორგანიზება უკრაინის თემაზე. მისივე თქმით, ეს ვერ შეძლო, რადგან ვლადიმერ პუტინზე საკმარისი ბერკეტები არ გააჩნდა.

ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ გეგმავდა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ერთად მოლაპარაკებას პუტინთან ევროკავშირის ფარგლებში 2021 წელს, მისი ოფისის ბოლო ზაფხულს.

"მაგრამ მე აღარ მქონდა ძალა, რომ გამეძლო რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველამ იცოდა: ის შემოდგომაზე მიდის", - თქვა მან.

მერკელმა, ასევე, ისაუბრა 2021 წლის აგვისტოში მოსკოვში მის ბოლო ვიზიტზე, რომლის დროსაც იგრძნო, რომ მას აღარ აღიქვამდნენ გავლენიან პოლიტიკოსად - "გრძნობა ძალიან მკაფიო იყო: ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლება აქვს მნიშვნელობა."

ყოფილმა კანცლერმა თქვა, რომ არ ნანობს თანამდებობის დატოვების დეკემბერში, რადგან გრძნობდა, რომ მისმა მთავრობამ ვერ მიაღწია წინსვლას არა მხოლოდ უკრაინის კრიზისის დროს, არამედ მოლდოვას, საქართველოს, სირიისა და ლიბიის კონფლიქტების კუთხით, რომელშიც რუსეთი იყო ჩართული.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნონა მამულაშვილი
"ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია" - რას წერს ნონა მამულაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "მინდა გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მ...

სოცმედია 1670441700

მეტრეველი
"ეს უკვე არაფრის ჩარჩოებში აღარ ჯდება" - რას წერს მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ღარიბაშვილი კითხვაზე, ვის მხარეს ხართ ამ ომში - უკრაინის, თუ რუსეთის? - პასუხობს, რომ არის საქართველოს მხარეს. ანუ საქართველოს პრემიერ-მინ...

სოცმედია 1670441580

უგულავა
"როგორ მოვახერხეთ, რომ ამ მსოფლიო სატანაზე ქვევით დავეცით" - რას წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  "პუტინმა მოწამლა ნავალნი და როცა ის არ მოკვდა, სამკურნალოდ გერმანიაში გაუშვა. ივანიშვილის ციხეში სააკაშვილი ჯერ იწამლება და მომაკვდავს სამკურნალოდ არ უშვ...

სოცმედია 1670441520

ნინო ჟვანია
"ამაზონის ჯუნგლების მადლი შეეწიოს ორივეს, მაგრამ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ჟვანია

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გიგა მაქარაშვილმა დაპოსტა - ვიღაც ქართველმა ბიზნესმენმა უკრაინაში გენერატორების გასაგზავნად 100 000$ ჩაგვირიცხაო. სხვადასხვა ვერსიები იწერება,...

სოცმედია 1670441520

ასტროპროგნოზი
8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, ამ დღეს ვიღაცის ჭორის მსხვერპლი გახდეთ. შეეცადეთ, ამას იუმორით შეხედოთ, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ, ვინ დგას ჭორების გავრცელების უკან. სავარაუდოდ, მტერი გყავთ. თუ მის კვალს მიაგენით,...

ეს საინტერესოა 1670440740

ელექტროენერგია
ქუჩები სადაც 8 დეკემბერს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნა...

საზოგადოება 1670436420