"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

მსოფლიო 1737899299

ლუკაშენკო

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა.

"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, თითქოს არავინაა სხვა", - თქვა ლუკაშენკომ ჟრნალისტებთან საუბარში.
ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე ის პარლამენტის უმაღლესი პალატის თავმჯდომარემ, ნატალია კოჩანოვამ "დაითანხმა".

ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ლუკაშენკო არჩევნებში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს - ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ხელისუფლების გადაბარებისთვის, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, ოპონენტების დევნა, დაჭერები. ის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს მუდმივ მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, მათ შორის, ტიხანოვსკაიაც. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.

ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებს  საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერები აკვირდებიან. მათ მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში, შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს და ასევე მისცეს ინტერვიუები რუსულ და ბელარუსულ მედიასაშუალებებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335