"აშშ არ აპირებს ჩაერთოს ომში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება" - ჯეი დი ვენსი
მსოფლიო • 1772523122
"აშშ არ აპირებს ჩაერთოს ომში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება" - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. მისი თქმით, ირანში ოპერაციის ერთადერთი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ თეირანს „არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.
"პრეზიდენტ ტრამპს არა მხოლოდ ქვეყნის დაცვა სურს ირანის ბირთვული იარაღისგან მეორე ვადის პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღის ფლობას და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას...ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ქვეყანა ჩაერთოს მრავალწლიან კონფლიქტში... ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერთოთ ერაყთან და ავღანეთთან დაკავშირებულ პრობლემებში“, - განმარტა ვენსმა Fox News ინტერვიუში. 28 თებერვალს, ირანის რეჟიმზე აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული ერთობლივი თავდასხმის შედეგად, ლიკვიდირებულია აიათოლა ალი ხამენეი და მისი რეჟიმის სამხედრო ხელმძღვანელობის უმრავლესობა - 50-მდე მაღალჩინოსანი. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევაა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკული ძალების მიერ ირანის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












