მსოფლიო • 1715063855
აშშ და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ აგზავნიან. საერთაშორისო მედია დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის მიწვევის მიღებას საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ. მიზეზი „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნებაა". მასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყანების უმრავლესობამ, მათ შორის გერმანიამ, გადაწყვიტა პუტინის ინაუგურაციას არ დაესწროს.
"გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მიწვევაზე უარს აცხადებს ასევე გაერთიანებული სამეფოც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი.
„გაერთიანებული სამეფო არ გაგზავნის წარმომადგენელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის არაპროვოცირებული, მიზანმიმართული და ბარბაროსული თავდასხმა სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოზე“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პუტინის ინაუგურაციაზე წარმომადგენელს არც შეერთებული შტატები გაგზავნის.
”არა, ჩვენ არ გვეყოლება წარმომადგენელი მის ინაუგურაციაზე”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
დღეს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. პუტინი რუსეთის პრეზიდენტის რანგში ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87% პროცენტით გაიმარჯვა.
ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა
საზოგადოება • 1737902585
21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...
პოლიტიკა • 1737901830
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი