"აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობას" - ბაიდენის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიაზე

მსოფლიო 1664558891

ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განცხადებას ავრცელებს. 

„შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის თაღლითურ მცდელობას. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაეროს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ.

არ შეცდეთ: ამ ქმედებებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით, მათ შორის 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გამოყოფით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირას გამოაცხადა.

ანექსიის შესახებ რუსეთის ყალბი განცხადებების საპასუხოდ, შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, დღეს ახალ სანქციებს აცხადებენ. ეს სანქციები პრობლელებს შეუქმნის ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს - რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს. ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაგმონ ეს ნაბიჯები და პასუხისმგებლობა დააკისრონ რუსეთს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მომარაგენას აღჭურვილობით, რომელიც მას სჭირდება თავის დასაცავად, მიუხედავად რუსეთის თავხედური მცდელობებისა გადაკეტიოს თავისი მეზობლის საზღვრები. და მე მოუთმენლად ველი კონგრესისგან კანონზე ხელმოწერას, რომელიც დამატებით 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის მხარდასაჭერად.“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაიდენი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოების თითოეულ წევრს, უარყოს რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობები და გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩვილი
საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა

ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება - საქართველოში შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა. მაგალითისთვის, სხვაობა 2023-სა და 2022 წლებს შორის 2 ათასი იყო. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი  მნიშვნელ...

საზოგადოება 1711644163

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
ვიდეო: „ასეთი “სუნიანები” არიან... დაუბანლები” ეთიკურადაც” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს: ამასწინათ ვინმე ლუკა ეხვანია შემეხმიანა პოდკასტში მიწვევდა.დავსერჩე და აღმოვაჩინე, რომ ანტიდასავლური და ანტისემიტურ...

სოცმედია 1711643685

გოკა გაბაშვილი
„სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი 42 წელი, 10 თვე და 13 დღე... დარასელიადან - კვეკვესკირამდე“ - გოკა გაბაშვილი

გოკა გაბაშვილი სოცქსელში წერს: ,,აუ კარგით რა! - გეყოფათ ეს ეიფორია! რა მოხდა ამისთანა” - ს განწყობის სნობებს როგორ უნდა გააგებინო, რომ ამ ,,რაღაცას”ელოდი:15 658 დღე!42 წელი, 10 თვე და 13 დღე დარასელი...

სოცმედია 1711641685

სევასტოპილი თვთმფრინავი
სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ, თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის რაიონში რუსული სამხედრო თვითმფრინავი Су-35  ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი Telegram-ის არხები ავრცელებენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1711641588

მგელი
ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა

პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა. შეგახსებეთ, რომ ტურის და მგლის პოპულაციების არეალის, რიცხოვნობის შეფასებისა და კლიმატის ცვლილების ფონზე მათი...

საზოგადოება 1711640472

ახალგზრდა მეტროში
საგანგაშო ვიდეო - „სანამ რამე უბედურება არ მოხდება მანამდე ვუყუროთ ამას ასე მშვიდად?“

სოციალურ ქსელში უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მგზავრი მეტროს მოძრავი მატარებლის კარს აღებს და ვაგონიდან ვაგონში გადაადგილდება. ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ მორიგი ასეთი ვიდეო ვრცელდებ...

სოცმედია 1711640047