აშშ-მ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა
მსოფლიო • 1768110325
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, 10 იანვარს აშშ-მ, პარტნიორი ქვეყნების ძალებთან ერთად, სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები მიიტანა.
X-ის ანგარიშზე სარდლობამ იერიშების მიტანის ამსახველი კადრებიც გაავრცელა:
განცხადების მიხედვით, აღნიშნული იერიშები ნაწილია იმ ოპერაციის, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 დეკემბერს აშშ-სა და სირიის ძალებზე მომხდარი თავდასხმის პასუხად გამოაცხადა 19 დეკემბერს.
ცნობისთვის, 13 დეკემბერს სირიის უძველეს ქალაქ პალმირასთან ერთობლივი პატრულირების დროს სირიისა და აშშ-ს ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი დაიღუპა. მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ISIS-ის თავდასხმაზე პასუხი "ძალიან სერიოზული" იქნებოდა.
ტრამპი: სირიაში აშშ-ს სამი პატრიოტის დაკარგვას ვგლოვობთ, პასუხი ძალიან სერიოზული იქნება
"დღევანდელი იერიშების სამიზნე სირიაში ISIS იყო, რაც ნაწილია ჩვენ მიერ აღებული ვალდებულების, რომ ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგ ისლამური ტერორიზმი აღმოიფხვრას, აღიკვეთოს სამომავლო თავდასხმები და დავიცვათ ამერიკისა და პარტნიორების ძალები რეგიონში". - წერია CENTCOM-ის განცხადებაში.
"ჩვენი მესიჯი კვლავ მტკიცეა: თუ ჩვენს მებრძოლებს ზიანს მიაყენებთ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გიპოვით და მოგკლავთ, რამდენადაც არ უნდა სცადოთ სამართლიანობისგან თავის დაღწევა." - დაამატა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










