"აშშ-მ უნდა დაუწესოს სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს" - 9 სენატორის წერილი ჯო ბაიდენს

მსოფლიო 1641914603    102

სენატი.jpg

9 ამერიკელი რეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართავს. სენატორები  აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და უკრაინაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდებს.

წერილში, ვკითხულობთ, რომ აშშ-მა და მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები ვლადიმერ პუტინსა და მის შიდა წრეს.

"როგორც NATO-ს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები, ჩვენ გწერთ, რათა გადმოგცეთ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოების და თავისუფლების ორპარტიული მხარდაჭერა, მიმდინარე კვირის NATO-რუსეთის საბჭოს მოლაპარაკებების ფარგლებში.

მიმდინარე კრიზისი, რომელიც ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმირ პუტინის მიერ, როცა უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა, გამოხატავს პუტინის უარყოფას რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ხელმომწერი სენატორები მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი, რათა პუტინისთვის ცხადი გახდეს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ მის ახლანდელ აგრესიას უკრაინის მიმართ, ისევე, როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მრავალმხრივი უარყოფითი შედეგი.

რუსეთის სიაში, რომლითაც ის დასავლეთის მთავრობებისგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს, პუტინი ცალსახად ითხოვს, NATO-მ წევრობიდან გამორიცხოს უკრაინა და პირობა დადოს, რომ ალიანსი აღარ გაფართოვდება, ასევე, ითხოვს, აიკრძალოს NATO-ს სამხედრო აღჭურვილობის განლაგება იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წელს შეუერთდნენ. ეს და სხვა უსაფუძვლო მოთხოვნები მიუღებელია სენატორების ამ ჯგუფისთვის.

ეს არა უსაფრთხოების გარანტიები, არამედ რუსეთის მცდელობაა, კვლავ შექმნას გავლენები ევროპაში, სადაც კრემლი ძალადობს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი პუტინის საშიში პოლიტიკის მიმართ და ვთხოვოთ ადმინისტრაციას და მის პარტნიორებს, გააგრძელოს ერთმნიშვნელოვნი საყვედურები პუტინის სამხედრო მუქარების და პროვოკაციების მიმართ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების წინააღმდეგ.

აუცილებელია, რომ აშშ-მ მოახდინოს გადაწყვეტილების დემონსტრირება და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების მშვიდად მიღებაზე.

თუკი მხედველობაში მივიღებთ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში მიმდინარე კვირის შეხვედრებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, გვსურს გამოვხატოთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შემდეგი პუნქტებით:

რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებისა და ალიანსის ზრდის მიმართ. ამას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ;
აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგულნი არიან იმ პრინციპისა, რომ "არ არსებობს დისკუსია, ან გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", რაც ასევე უნდა ვრცელდებოდეს საქართველოზეც.
ნატოს კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურვილი აქვთ, შეასრულონ წევრობისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და რომელთა წევრობა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს;
ნატომ მხედველობაში უნდა მიიღოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი სამხედრო განლაგება, მათ შორის ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში რუსული აგრესიის შესაკავებლად.
საჭიროა, დამატებითი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებში ხელი შეეშალოთ;
აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს, რამდენადაც, ისინი აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას. 
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, განსაკუთრებით NATO-ში და ევროკავშირში, რათა უკან დავხიოთ პუტინის აგრესიული ტაქტიკა. ეს წარმოაჩენს აშშ-ს ერთგულებას, დაამყაროს წესრიგი ევროპაში. მსოფლიო, რომელშიც ავტორიტარისტებს სჯერათ, რომ შეუძლიათ გზა გაიკვალონ იძულებისა და დაშინების მეშვეობით, ემუქრება ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათ კეთილდღეობას შინ.

სენატორების ჯგუფი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრიანის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, შეეწინააღმდეგოს პუტინის რევანშისტულ დღის წესრიგსა და დააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა".

 

ხელმომწერი სენატორები:

მარკო რუბიო;ჯინ შაჰინი;ტომ ტილისი;კრისტოფერ კუსნი;ჯონი ერნსტი;ჯეფრი მაკლი;მაიკლ რაუნდსი;კორი ბუკერი;ჯონ ბარასო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიცია
1 დაღუპული და 2 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი და მძიმედაა დაშავებული ორი ადამიანი. შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ  მაგისტრალზე, კურორტ "ახტალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერ...

შემთხვევა 1642960397

ლისის ტბა
"ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდ...

საზოგადოება 1642960300

არმენ სარქისიანი
სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში გადადგომის მთავარ მიზეზად აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნის...

მსოფლიო 1642959582

ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს. “მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსი...

Covid 19 1642959226

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის...

საზოგადოება 1642959076

ლოთი ზოდიაქო
"ლოთების რეიტინგი" ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნები მათი ალკოჰოლისკენ მიდრეკილების მიხედვით დაახარისხეს. სიას სათავეში მორიელი უდგას. საქმე იმაშია, რომ მორიელს თავისი სულიერი ტკივილების დაფარვა უყვარს, რაშიც ალკოჰოლი ეხმარ...

ეს საინტერესოა 1642948994