აშშ-მა ჰამასის ლიდერს და სხვა წევრებს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენა
მსოფლიო • 1725431165
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰამასის ლიდერს იაჰია სინვარს და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრს 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა.
ჰამასის წევრებს შვიდი ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა შეთქმულება უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მატერიალური მხარდაჭერისთვის, რამაც გამოიწვია სიკვდილი, შეთქმულება ტერორიზმის დასაფინანსებლად და აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობა.
ოფიციალურ ბრალდებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ჩაიდინა ყველაზე ძალადობრივი, ფართომასშტაბიანი ტერორისტულო თავდასხმა დღემდე.
ასევე ნათქვამია, რომ ჰამასის წევრებმა სექსუალურად იძალადეს ქალებზე, დახოცეს ბავშვები და მოხუცები. მოკლულია ამერიკის სულ მცირე 43 მოქალაქე.
გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის თქმით, ეს მათი ძალისხმევის მხოლოდ "ერთი ნაწილია" და "ეს ქმედებები არ იქნება ბოლო".
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს. ჯანდაცვის ყოფილი მინის...
პოლიტიკა • 1768302869
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...
პოლიტიკა • 1768301481
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...
პოლიტიკა • 1768299741
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა. მისი...
მსოფლიო • 1768299082
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...
მსოფლიო • 1768298986












