აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, მათ შორისაა ის კომპანიებიც, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ასრულებენ რეისებს

მსოფლიო • 1788941681

ირანის ავიახაზები

აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), ოპერაცია „Economic Outcast“-ის ფარგლებში, ირანის ავიაციასთან დაკავშირებულ 36 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები შეეხო 27 ირანულ ავიაკომპანიას, ასევე თურქეთში, გაერთიანებულ საამიროებსა და დიდი ბრიტანეთში მოქმედ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც ირანულ მხარეს, მათ შორის სანქცირებულ Mahan Air-ს, ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისა და ტექნოლოგიების ფარულად შეძენაში ეხმარებოდნენ.

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ირანის რეჟიმისა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ფინანსური წყაროების გადაჭრას, რომლებიც ავიასექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებენ.

პარალელურად, ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გააფრთხილა ფინანსური ინსტიტუტები, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ ირანის მიერ საჰაერო ხომალდების ნაწილების შესყიდვის უკანონო სქემები. სანქციები ითვალისწინებს აშშ-ში არსებული აქტივების გაყინვას და კრძალავს ნებისმიერ ფინანსურ თუ ლოგისტიკურ ტრანზაქციას შავ სიაში შეყვანილ სუბიექტებთან.

დასანქცირებულ 27 ირანულ ავიაკომპანიას შორის არიან Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines და Varesh Airlines, რომლებიც თბილისის მიმართულებითაც ასრულებენ რეისებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325