"აშშ-მა უნდა აირჩიოს – ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით“ - აბას არაღჩი

მსოფლიო 1775705373

აბას არაღჩი

"აშშ-მა უნდა აირჩიოს – ცეცხლის შეწყვეტა, თუ ომის გაგრძელება ისრაელის მეშვეობით. ორივე ერთად ვერ იქნება. ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს" | წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი X-ზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა ლიბანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ამ განცხადებას მან თან დაურთო პაკისტანის პრემიერმინისტრ შებაზ შარიფის განცხადება, რომელშიც შარიფი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს

 ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთში ახალი ავიადარტყმები განახორციელეს და მათი სამიზნე "ჰეზბოლას" მეთაური იყო. ამას ირანის გაღიზიანება მოჰყვა. ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამი პუნქტი დაარღვია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში, ირანის საჰაერო სივრცის დაურღვევლობა და ურანის გამდიდრების მხრივ ირანის უფლება. "ასეთ ვითარებაში ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ან მოლაპარაკებები არაგონივრულია" - განაცხადა მან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა კი თქვა: "თუ ირანს სურს, რომ ლიბანის გამო ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს, რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისულელე იქნებოდა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. [...] ვფიქრობ, რომ ლიბანთან დაკავშირებული სიტუაცია გონივრული გაუგებრობაა. არც ჩვენ და არც ისრაელს არ გვითქვამს, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იქნებოდა"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355