აშშ-ს სენატმა ტრამპის მიერ მხარდაჭერილი "დიდ, ლამაზ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა
მსოფლიო • 1751450893
აშშ-ს სენატმა ტრამპის მიერ მხარდაჭერილ რესპუბლიკელების საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების "დიდ, ლამაზ" კანონპროექტს 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კანონპროექტისთვის კენჭისყრის სესიის განმავლობაში, რომელიც 24 საათზე დიდ ხანს გაგრძელდა, სენატორებმა ჯამში 45 შესწორებას უყარეს კენჭი.
თავდაპირველად კანონპროექტს 4 რესპუბლიკელი სენატორი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შესწორებების შეტანის შემდეგ ალასკის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლიზა მურკოვსკიმ მას მხარი დაუჭირა.
საბოლოოდ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა და 3-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა, ტომ ტილისმა და სუზან კოლინსმა - კანონპროექტს სენატში 50 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რის გამოც რის გამოც გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა კანონპროექტის მიღების სასარგებლოდ.
რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებდა, ზოგი კი სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების ნაკლებად შემცირებას ითხოვდა. კანონპროექტიდან შეტანილი შესწორებების შედეგად, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის პროექტებზე აქციზი ამოიღეს და კანონპროექტით სოფლების საავადმყოფოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 25 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.
კანონპროექტი 2017 წლის ტრამპის საგადასახადო შემცირებებს აფართოებს და შეიარაღებული ძალებისთვისა და საიმიგრაციო კონტროლისთვის დაფინანსებას ზრდის.
სენატის შემდეგ შესწორებულ კანონპროექტს კენჭი წარმომადგენელთა პალატამ ხელახლა უნდა უყაროს. ცნობისთვის, ტრამპმა კონგრესს კანონპროექტის მიღების საბოლოო ვადად 4 ივლისი განუსაზღვრა.
"წარმომადგენელთა პალატა სწრაფად იმუშავებს, რათა 4 ივლისამდე მიიღოს დიდი, ლამაზი კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" სრულ დღის წესრიგს აამოქმედებს. ამერიკელმა ხალხმა ნათელი მანდატი მოგვცა და დემოკრატების ოთხწლიანი მარცხის შემდეგ დანაპირების შესრულებას დაუყოვნებლივ ვაპირებთ". - თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა.
სენატში კენჭისყრამდე კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი - მას 215 მომხრე და 214 წინააღმდეგი ჰყავდა.
ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტის მონაცემებით, კანონპროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში დამატებით $3.3 ტრილიონის მოცულობის ფედერალური სახელმწიფო ვალის აღებას ითვალისწინებს. ეს რიცხვი, შესაძლოა, რამდენიმე ტრილიონით კვლავ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს საგადასახო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო, ტრამპსა და ამერიკელ მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს შორის ღია საჯარო დაპირისპირება დაიწყო. მასკმა კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, "გულისამრევი საშინელება" უწოდა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












