ბანგკოკში, ლუდის ბარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
მსოფლიო • 1783927349
საშინელი ტრაგედია ბანგკოკში — ლუდის ბარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა, სულ მცირე, 27 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ტაილანდის დედაქალაქში, კვირა ღამით, Na Ladprao-ს ლუდის ბარში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ხალხი შენობიდან გამოღწევას, საიდანაც შავი კვამლის სქელი ღრუბელი ამოდის.
ბოლო მონაცემებით:
▪️ დაღუპულია 27 ადამიანი — ბევრი მათგანი მაშველებმა ბარის უკანა ნაწილში, საპირფარეშოებში იპოვეს.
▪️ 63 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 22-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
▪️ ვინაიდან ბევრს თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა ან უგონო მდგომარეობაშია, დაშავებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთმა მუსიკოსმა მას უამბო, რომ სცენასთან ახლოს, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ფარიდან კვამლი შენიშნა, რასაც შუქის ჩაქრობა, აფეთქება და შენობის კვამლით მომენტალურად შევსება მოჰყვა. ქალაქის მერი კი აცხადებს, რომ გამოძიება ჭერის მასალებსა და ავარიული გასასვლელების შესაძლო ბლოკირებასაც შეამოწმებს, რამაც ხალხს ევაკუაცია გაურთულა.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შენობის წინ ტროტუარი დამწვარი ეკრანებით, დინამიკებითა და ელექტროგიტარითაა მოფენილი, შიგნით კი მხოლოდ ფერფლი და ნახშირად ქცეული მაგიდები დარჩა. ადგილზე მივიდნენ ბუდისტი ბერებიც დაღუპულთა სულებისთვის სალოცავად.
ეს ტაილანდში ღამის კლუბებში გაჩენილი პირველი ტრაგიკული ხანძარი არ არის — მსგავს შემთხვევებს 2022 წელს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2009 წლის ახალი წლის ღამეს, Santika-ს კლუბში მომხდარმა ხანძარმა 66 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










