ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება - რა ცნობას ავრცელებს რუსული მედია
მსოფლიო • 1733720420
ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მიხეილ ულიანოვის განცხადებით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. ამის შესახებ პროპაგანდისტული რუსული მედია წერს.
"ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში იმყოფებიან, რუსეთი არ ღალატობს მეგობრებს რთულ სიტუაციებში," - დაწერა ულიანოვმა ტელეგრამის არხზე.
ბაშარ ასადის რეჟიმი დამხობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ისინი დედაქალაქ დამასკოში ჯარის წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ.
ბაშარ ალ ასადის ადგილსამყოფელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. Flightradar-ის მონაცემებით, სირიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა დამასკოს აეროპორტი დაახლოებით იმ დროს დატოვა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ აჯანყებულებმა ქალაქი აიღეს.
თავდაპირველად თვითმფრინავი სირიის ერთ-ერთი რეგიონის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან გაბრუნდა. მალევე თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება ტარტუსის რაიონში დაიწყო. ის 495 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა. მედია არ გამორიცხავს, რომ ილ-76T ჩამოვარდა. ამასთან, არ უნდა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ პილოტმა სენსორები საგანგებო დაშვებამდე გამორთო.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












