ბელარუსულ კალიუმზე აშშ-ს სანქციებს მოხსნის ფონზე ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა

მსოფლიო 1765643133

ლუკაშენკო

13 დეკემბერს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს აუქმებს, რის სანაცვლოდაც ბელარუსი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

"ეს ძალიან კარგი ნაბიჯია აშშ-ს მხრიდან ბელარუსისთვის," თქვა კოულმა მინსკში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ და დაამატა, რომ პრეზიდენტი ტრამპის ინსტრუქციების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს მოხსნის.

სანქციების მოხსნის გადაწყვეტილების პარალელურად, 13 დეკემბერს ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, ბელარუსის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კალესნიკოვა, და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ალეს ბიალიაცკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გათავისუფლებულებს შორის ხუთი უკრაინელიც იყო.

ტრამპის წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ აშშ და ბელარუსი სანქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ და გამოთქვა იმედი, რომ საბოლოოდ სხვა შეზღუდვების მოხსნაც იქნება შესაძლებელი.

აშშ-მ ბელარუსული Belaruskali 2021 წელს დაასანქცირა, რის გამოც მინსკს მოუწია, კალიუმის გადაზიდვა რუსეთის გავლით დაეწყო, რამაც ქვეყანა ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოვა რუსეთთან.

 

ცნობისთვის, წინა მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ასევე კოული ხელმძღვანელობდა, ალექსანდერ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

 

აშშ-მ ბელარუსში საელჩო 2022 წლის თებერვალში დახურა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნინო წილოსანი 
"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი

"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...

პოლიტიკა 1768304955

ტიკარაძე-ღარიბაშვილი
"ივანიშვილმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს.   ჯანდაცვის ყოფილი მინის...

პოლიტიკა 1768302869

ელისაშვილი
„პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით?“ - ელისაშვილი მოსამართლეს

ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...

პოლიტიკა 1768301481

ღარიბაშვილი
„ღარიბაშვილი მხნედაა. საზოგადოებისთვის გადასაცემად გზავნილი არ დაუბარებია“ – ადვოკატი

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.   გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...

პოლიტიკა 1768299741

რეზა ფეჰლევი
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობა ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადება" - შაჰის უფროსი ვაჟი

"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა.   მისი...

მსოფლიო 1768299082

მერცი
„ირანის რეჟიმი, ფაქტობრივად, დასრულებულია“ - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...

მსოფლიო 1768298986