ბომბი სასტუმროში 2 თვით ადრე შეიტანეს - „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის ახალი დეტალები

მსოფლიო 1722572204

ისმაილ ჰანია

„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში, რომელიც ფარული შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა, ორი თვის ადრე ფარულად შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორქ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა ირანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ შენობაში ფარულად შეიტანეს და ისმაილ ჰანიეს ოთახში ყოფნის დროს აამოქმედეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზიდენციაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. 

 


ოფიციალური შეფასებით, აფეთქებამ ჩაამსხვრია ფანჯრები და ჩამოანგრია შენობის კედლის ნაწილი, თუმცა თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.

ირანული წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის სისტემას, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ გუნდმა 2020 წელს ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად გამოიყენა.

ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე ისრაელი ოფიციალურად არ საუბრობს, თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს მაშინვე აცნობეს ოპერაციის დეტალების შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ ერდოღანი
„გენოციდის დანაშაულის ჩადენით უკვე გადააჭარბა ტირან ჰიტლერს. იმედი გვაქვს, მის ბედს არ გაიზიარებს“ - ერდოანი ნეთანიაჰუზე

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...

მსოფლიო 1750270872

რასა იუკნევიჩიენე
„საჭიროა სანქციები რეჟიმზე, მხოლოდ არჩევნები დაუბრუნებს ხალხს ქვეყანას“ - იუკნევიჩიენე

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...

პოლიტიკა 1750268436

ირანი სატელეფონო
ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

 ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა.   "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...

მსოფლიო 1750268339

 ისრაელ კაცი
"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...

მსოფლიო 1750265758

სააკაშვილი
,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო… სან­დრას მა­მამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაკ­რე­ბი და რა­დიო იყი­და“ – მიხელ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი უკვე და­ი­წყო. მისი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ს...

პოლიტიკა 1750265543

ირანის სამთავრობო თვითმფრინავ
ირანის სულ მცირე 3-მა სამთავრობო თვითმფრინავმა ქვეყანა დატოვა

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...

მსოფლიო 1750264084