ბომბის მუქარის გამო დუბლინი-რომის რეისი საფრანგეთში გადაამისამართეს
მსოფლიო • 1793873078
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ხუთშაბათს, დუბლინიდან რომის მიმართულებით მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი საფრანგეთში გადაამისამართეს, სადაც ის სამხედრო თვითმფრინავების ესკორტით გადაიყვანეს. ეს ყველაფერი ბომბის არსებობის მუქარის გამო მოხდა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს ოფისის განცხადებით, მიმდინარე ვითარებას მკაცრად აკვირდებიან.
საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავები ჰაერში „მუქარის შესახებ შეტყობინებისთანავე“ ააფრინეს. „თვითმფრინავი კურსიდან გადაახვიეს და პარიზის დასავლეთით მდებარე ევროსის აეროდრომისკენ მიაცილებენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ფრენების თვალთვალის ვებსაიტების ინფორმაციით, გადამისამართებული თვითმფრინავი ირლანდიის ეროვნულ ავიაპარკს, Aer Lingus-ს ეკუთვნის.
პარალელურად, ბულგარეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათს ბომბის მუქარა გავრცელდა Ryanair-ის სამი იმ რეისის მიმართულებით, რომლებიც დედაქალაქ სოფიაში მიფრინავდნენ. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, კოპენჰაგენიდან და მადრიდიდან აფრენილი ორი თვითმფრინავი სოფიაში წარმატებით ჩავიდა, ხოლო ლონდონიდან მომავალი მესამე თვითმფრინავი ქალაქ პლოვდივში გადამისამართდა.
მსგავსი ინციდენტები უკვე დაფიქსირდა სამშაბათსაც, როდესაც დაახლოებით 10 ევროპული რეისი გახდა ბომბის მუქარის სამიზნე. ხელისუფლების ინფორმაციით, ამან ვარშავის აეროპორტის დროებითი დახურვა და რომში სამხედრო თვითმფრინავების ჰაერში აფრენა გამოიწვია. ბრიტანეთის მთავრობამ ეს ინციდენტები „მავნებლურ და ცრუ მუქარებად“ შეაფასა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










