ჩეხეთის პოლიცია მედიასთან ადასტურებს, რომ იქ მოღვაწე რუს სასულიერო პირს, ილარიონ ალფეევს, მანქანით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა

მსოფლიო 1780545405

ილარიონ ალფეევი

ჩეხეთის პოლიცია მედიასთან ადასტურებს, რომ იქ მოღვაწე რუს სასულიერო პირს, ილარიონ ალფეევს, მანქანით ნარკოტიკული საშუალება გადაჰქონდა:

 „ჩეხეთში მოღვაწე რუს სასულიერო პირს მანქანით კოკაინი გადაჰქონდა, პოლიციამ ფაქტი გამოცემა Deník N-თან დაადასტურა. პოლიციამ მიტროპოლიტი ილარიონი გასულ კვირას დააკავა, ორი დღის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ამჟამად უკვე მოსკოვში იმყოფება. იქიდან ის ჩივის, რომ მედია მასზე, როგორც რუს აგენტზე, ისე წერს. ეკლესია მას ახლა სხვა სამსახურებრივ ადგილზე გზავნის.პოლიციამ გავლენიანი რუსი სასულიერო პირის ავტომობილი გასულ კვირას, პრაღის მახლობლად, ავტომაგისტრალზე გააჩერა, რაც ელექტრონული ფოსტით მიღებული ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოხდა. მიტროპოლიტი ილარიონი იმ დროს კარლოვი-ვარიდან ბუდაპეშტში მიემგზავრებოდა, სადაც მისი რეზიდენცია მდებარეობს.იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ილარიონი საკუთარ მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა, პოლიციელებმა თეთრი ფხვნილით სავსე სამი პაკეტი აღმოაჩინეს. ნივთიერება ექსპერტიზაზე გაიგზავნა და ამჟამად შედეგები უკვე ცნობილია - „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ამოღებული თეთრი ფხვნილი კოკაინია“ | წერს გამოცემა Deník N

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058