ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში დონალდ ტრამპს აცნობა, რომ პუტინმა შესაძლოა, საბოლოოდ „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
მსოფლიო • 1779168707
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა საბოლოოდ „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - იტყობინება Financial Times. წყაროების ცნობით, სი ძინპინმა ეს განცხადება ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დროს გააკეთა, სადაც უკრაინის საკითხი წამოიჭრა.
ამავდროულად, სტატიაში ნათქვამია, რომ სი ძინპინის კომენტარები პუტინის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების გადაწყვეტილებაზე უფრო მკაცრი ჩანდა, ვიდრე ადრე.
"ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია სი ძინპინის შეხვედრებზე ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიდერებს რუსეთსა და უკრაინაზე „გულწრფელი და პირდაპირი“ მოლაპარაკებები ჰქონდათ, სი ძინპინს მაშინ არ გამოუთქვამს თავისი შეხედულებები პუტინსა და ომზე“ | წერს Financial Times.
კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენი პეკინის სამიტის შესახებ, თუმცა მასში პუტინსა ან უკრაინის ომზე საუბრები ნახსენები არ ყოფილა.
ასევე, წყაროების ცნობით, სი ძინპინთან სამიტის დროს ტრამპმა შესთავაზა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს, გააერთიანონ ძალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წინააღმდეგ.
"სი ძინპინის კომენტარი პუტინის შესახებ გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ოთხი წლის შემდეგ, ჩიხში შევიდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კიევმა უფრო ეფექტურად დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება რუსულ ჯარებსა და სამიზნეებზე თავდასხმისთვის" - ნათქვამია სტატიაში. აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში 13 -14 მაისს იმყოფებოდა. დღეს კი პეკინში პუტინი ჩადის.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










