„დარწმუნებული ვარ, სომხეთი გაიმარჯვებს“ - ფაშინიანი
მსოფლიო • 1780815421
„ველოდები, რომ სომხეთის მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა ექნებათ. კორუფციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან იმოქმედონ,“ — ამის შესახებ სომხეთის ევროპული ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა. სომხეთის პრემიერის თქმით, დემოკრატია რეგიონული მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი გარანტიაა, ხოლო ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაა.
მოლოდინი მაქვს, რომ სომხეთის მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების უფლება.. არ ვიცი რას გულისხმობთ რეპრესიებში. ეს არის პროცესი, რომელიც სომხეთში მიდის. იცით, რომ ბევრი ფაქტია კორუფციის შესახებ, ამიტომ შესაბამისი დაწესებულებები ვალდებულები არიან, იმოქმედეონ. ჩემი მოლოდინია და დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ყოველთვის მუშაობსს რეგიონალური და საერთაშორისო კოოპერაციისთვის და რა თქმა უნდა, დემოკრატია რეგიონული მშვიდობის მთავარი გარანტიაა. იცით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან მშვიდობა დავამყარეთ, კარგი ურთერთობა გვაქვს საქართველოსთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ დროში თურქეთთან სარკინიგზო მიმართულება გაიხსნება.. ეს გარემოებები ყველა ქვეყნისთვის სარგებელს მოიტანს რეგიონში. ევროკავშირი ჩვენ მთავარი პარტნიორია დემოკრატიულ რეფორმებში, ჩვენ დავაანონსეთ, რომ სომხეთში გავატარებთ რეფორმებს იმისთვის, რომ მოვერგოთ ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ორი შესაძლო სცენარი გვაქვს, ერთი ევროკავშირმა მიიღოს სომხეთი სრულფასოვან წევრად ან არ მიიღოს. ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, - განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...
პოლიტიკა • 1784286900
ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...
საზოგადოება • 1784286000
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014












