დასრულდება თუ არა სამთავრობო კოალიციის შექმნა გერმანიაში კვირის ბოლოს

მსოფლიო 1634120586

გერმანიის პარლამენტი

გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი სამი პოლიტიკური პარტია - სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს კვირის ბოლოს დაასრულებენ. ისინი სავარაუდოდ იმ ძირითად პრინციპებსა და პროგრამულ საკითხებს ჩამოაყალიბებენ, რომელიც კოალიციას უნდა დაედოს საფუძვლად. მედიის ინფორმაციით, მხარეები ახლა განიხილავენ იმ სფეროებს, სადაც ისინი ერთმანეთისგან ყველაზე შორს არიან.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: "სოციალ-დემოკრატები" – 205 ადგილი; მმართველი "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი – 194 ადგილი, "მწვანეები" – 116 ადგილი; "თავისუფალი დემოკრატები" – 91 ადგილი; "ალტერნატივა გერმანიისთვის" – 84 ადგილი; "სოციალისტი მემარცხენეები" – 39 ადგილი.

მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი კონკრეტული პარტიის ლიდერს აძლევს მთავრობის ფორმირების მანდატს, გერმანიაში ამას თავად პარტიები წყვეტენ, რის გამოც კოალიციის ჩამოყალიბების მოლაპარაკებები შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კირთაძე
"თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით" - კირთაძე სააკაშვილს

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა. მისი თქმით, თავისუფლ...

პოლიტიკა 1635001210

აქცია
"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - აქცია ბათუმში

"თავისუფლება მიშას" და მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდატებს - არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბათუმში აქცია იმართება, სადაც მოქალაქეები  პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და მხარდაჭერას უ...

პოლიტიკა 1635000879

ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596