"დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვინც თქვა, რომ „არწახი სომხეთია და წერტილი“ - ფაშინიანი
მსოფლიო • 1780486979
"დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვინც თქვა, რომ „არწახი სომხეთია და წერტილი“. ეს იმიტომ, რომ მე ერთგული ვიყავი იმ იდეისა, რომლითაც 30 წლის განმავლობაში გვკვებავდნენ. მაგრამ მე გავყევი ამ გზას და დავინახე - სრული გულწრფელობით ვამბობ - რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს კონფლიქტი, ეს სისხლმდინარე ჭრილობა მომავალ თაობებს გადავცეთ. ჩვენს შვილებს მშვიდობა უნდა გადავცეთ. მე ყველა შესაძლო გზით მივყევი ამ პრობლემას და დავინახე, რომ ეს იყო ცდუნება. და დავინახე, რომ ეს იყო ხაფანგი. დიახ, სწორედ მე გამოვიჩინე სიმამაცე და ვუთხარი ხალხს, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდიოდით, რომ უნდა გავჩერებულიყავით და არ გაგვეგრძელებინა „ყარაბაღის მოძრაობა“. ამის წყალობით, ჩვენ ახლა უფრო მეტად ვართ სახელმწიფო, ვიდრე ოდესმე, უფრო დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე, უფრო მეტად ვართ უსაფრთხოებით უზრუნველყოფილნი, ვიდრე ოდესმე და იმაზე მეტი კეთილდღეობა გვაქვს, ვიდრე ოდესმე... და მე გილოცავთ ყველას ამას, დამყარებულ მშვიდობას. უკვე ორი წელია, რაც ჩვენს საზღვრებზე არ არის მსხვერპლი, არ არიან დაჭრილები. ეს კი ჩვენი მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის უდიდესი გამოხატულებაა. ჩვენ გავათავისუფლეთ, მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა და მე მივიჩნევ ამას ჩემს უდიდეს სამსახურად, რომელიც სომხეთის რესპუბლიკას გავუწიე" | განაცხადა სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











