დიდი კრიზისი ირანში - მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა
მსოფლიო • 1768058461
ირანში მასობრივი პროტესტების დროს სულ მცირე 217 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Time თეირანში მომუშავე ექიმზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ.
„დედაქალაქის ექვსმა საავადმყოფომ პროტესტში მონაწილე პირებს შორის სულ მცირე 217 გარდაცვალება დააფიქსირა“, - განაცხადა ექიმმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები ირანს დაარტყამს, თუ პროტესტის მონაწილეების მკვლელობა გაგრძელდება.
ირანში მასობრივი გამოსვლები დეკემბრის ბოლოდან მიმდინარეობს და ისინი არეულობებში გადაიზარდა. ეს ვითარება ეროვნული ვალუტის, ირანული რიალის მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია, რომელმაც არაოფიციალურ ბაზარზე ისტორიულ მინიმუმებს მიაღწია. თავდაპირველად თეირანში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ ვაჭრები და მაღაზიების მფლობელები, რომლებმაც სავაჭრო ობიექტები დახურეს. მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
მედიის ცნობით, პროტესტს მხარს უჭერს 1979 წელს დამხობილი შაჰის, მოჰამად რეზა ფეჰლევის შვილი. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება „გამაერთიანებელი ფიგურა“, რომელიც დაეხმარება მას „ტირანიიდან დემოკრატიულ მომავალში გადასვლაში“ და ასეთ ფიგურად საკუთარ თავს მიიჩნევს.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინოს პროტესტის მონაწილეთა „კანონიერი მოთხოვნები“. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა დემონსტრანტებთან დიალოგის დაწყება და პრობლემების მოსაგვარებლად ყველა რესურსის გამოყენება.
პროტესტების ფონზე ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მოჰამად ფარზინმა თანამდებობა დატოვა. მარეგულირებლის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა აბდულ ნასერ ჰემმათი, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო და ადრე უკვე ხელმძღვანელობდა ცენტრალურ ბანკს.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












