დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე როგორც ყირიმი - სტოლტენბერგი

მსოფლიო 1664557894

სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრა და კიდევ ერთხელ დააკისრა ომის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს.

"ნატოს ქვეყნები არ ცნობენ არც ერთ ამ ტერიტორიას, როგორც რუსეთის ნაწილს. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, უარყოს რუსეთის ყველა ეს დაპყრობითი ქმედება. ეს მიწები ეკუთვნის უკრაინას, დონეცკი უკრაინაა, ლუგანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპოროჟიეც, ისევე როგორც ყირიმი.

უკვე მეორედ ხდება რუსეთის მიერ, ძალისმიერი დაპყრობა უკრაინის ტერიტორიის, მაგრამ ეს არ ცვლის კონფლიქტის არსს. ეს რჩება რუსეთის აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და არ ცვლის ჩვენს განზრახვას მხარი დავუჭიროთ უკრაინას.

ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის თავდაცვით ომში. ჩვენი ალიანსი არის თავდაცვითი, ჩვენ ვართ ერთიანი რომ დავიცვათ ნატოს ყველა მოკავშირე და მათი მიწის ყოველი სანტიმეტრი, ეს საკვანძო მომენტია. პუტინმა მოახდინა ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზება და ყოვლად უგუნურად აჟღარუნებს ბირთვულ იარაღს. ახლა კი უკრაინის ტერიტორიების ანექსირება მოახდინა. ჯამში, ეს წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყებიდან. ეს ყველაფერი მიუთითებს არა ძალაზე, არამედ სისუსტეზე , რომ ომი არ მიმდინარეობს ისე, როგორც პუტინმა დაგეგმა და ყველა სტრატეგიული მიზანი ჩაუვარდა.

პუტინზე არის მთელი პასუხისმგებლობა ამ ომისა და ასევე მისი პასუხისმგებლობაა ამ ომის დასრულება, რომ შეაჩეროს მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვა, შეაჩეროს სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თუ რუსეთი ომს შეწყვეტს, დამყარდება მშვიდობა, თუ უკრაინა შეწყვეტს - იგი შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ნატო კვლავაც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გავაგრძელებთ უკრაინისთვის მხარდაჭერას ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიშა მშვილდაძე
"რომელს ვენდო, არ ვიცი - ის კი ევროსაბჭოს პრეზიდენტია, მარა ეს თბილისის საზტრანსპორტის დირექტორია, არაა პატარა კაცი" - მიშა მშვილდაძე

"შარლ მიშელი ამბობს, შეუშლისო და ვიქტორ წილოსანი ამბობს, არ შეუშლისო ხელს ეს კანონი ევროკავშირში საქართველოს შესვლასო - რომელს ვენდო, არ ვიცი - ის კი ევროსაბჭოს პრეზიდენტია, მარა თბილისის საზტრანსპორტ...

სოცმედია 1713468420

ასტროპროგნოზი
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ამ დღეს კარგი შემოსავლის მიღების შანსი გაქვთ, მთავარია, იაქტიუროთ და დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაგეზაროთ. გირჩევთ, საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაახაროთ. ფიზიკური მუშ...

ეს საინტერესოა 1713468243

სტუდენტები
არა რუსულ კანონს! - სტუდენტების აქცია თბილისში

არა რუსულ კანონს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტები "ქართული ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებენ. თავდაპირველად ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კანცელარიასთან გადაინაცვლეს. "აქციის მ...

პოლიტიკა 1713465370

ივანიშვილი
ახალი კანონი ივანიშვილის გადასარჩენად - "ოცნება" ოფშორების კანონპროექტს ამტკიცებს

რუსულ კანონთან ერთად, "ქართული ოცნება" ოფშორების შესახებ კანონსაც ამტკიცებს. ეს არის ინიციატივა, რომელიც სრულ საგადასახადო შეღავათს უწესებს ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორებში წილის ას პროცენტს ფლობენ და...

პოლიტიკა 1713464602

კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762