დრონების გამო მიუნხენის აეროპორტში ფრენები შეჩერდა

მსოფლიო 1759471941

მიუნხენის აეროპორტ

გერმანიის ერთ–ერთ უმსხვილეს ჰაბში, მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში, 2 ოქტომბრის ღამით ფრენები დროებით პარალიზებული იყო. მიზეზად აეროპორტის მიმდებარედ  რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა დასახელდა.

ინციდენტის შედეგად ვერ შესრულდა 17 რეისი და შპრობლემები შეექმნა 3 000 მგზავრს. პარალელურად, მიუნხენმა ვერ მიიღო 15 რეისი. ავიაკომპანიებს მოუწიათ თვითმფრინავების გადამისამართება შტუტგარტში, ნიურნბერგში, ფრანკფურტსა და ვენაში.

პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება. მსგავსი შემთხვევები მხოლოდ გერმანიაში არ დაფიქსირებულა - სექტემბრის მეორე ნახევარში დრონებმა ავიამიმოსვლას სერიოზული დაბრკოლებები შეუქმნა დანიასა და ნორვეგიაშიც. მათი წარმომავლობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დასავლეთში სჯერათ, რომ ინციდენტების უკან რუსეთი დგას, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

გარდა ამისა, სექტემბერში პოლონეთმა, ესტონეთმა და რუმინეთმა განაცხადეს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რაც დრონებსა და რუსულ გამანადგურებლებს დაუკავშირეს.

28 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ტანკერებს იყენებს დრონების გასაშვებად და სამართავად, რაც მისი თქმით, დამატებითი არგუმენტია იმისთვის, რომ  ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებისთვის ბალტიისა და სხვა ზღვები დაიხუროს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688